სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N3 სკოლის მოსწავლე შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრებით წარსდგა
06-12-2021
-
+


ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო თუ მნიშვნელოვან ღონისძიებებში ყოველთვის დიდი აქტიურობითა და მონდომებით მონაწილეობენ.

სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ, თამარ ხეცურიანმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო. ნიჭიერმა მოსწავლემ საკუთარი ნამუშევრების წარდგენა სპეციალური მასწავლებლის, თამარ გვაზავას დახმარებით შეძლო.

​„1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა შშმ პირთა საერთაშორისო დღე, რომლის მთავარ მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის, კულტურულ-შემოქმედებითი მიმართულებების პოპულარიზაცია, სტიგმასთან ბრძოლა, შშმ პირთა უფლებების განხორციელება, საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია და სხვა მოქალაქეების მსგავსად საჯარო სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ამ სულისკვეთებით იყო გაჯერებული 3 დეკემბერს, ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დიდ საექსპოზიციო დარბაზში მოწყობილი გამოფენა, რომლის ორგანიზება მოხდა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, ქუთაისის ამერიკული კუთხისა და ქუთაისის N8 საჯარო სკოლის მიერ. გამოფენის მონაწილეებს მიეცათ საშუალება სხვადასხვა მასალის, ქაღალდის, ხის, ქვის ქსოვილის, პლასტელინის გამოყენებით შესრულებული სხადასხვაგვარი ხასიათის ნაკეთობები წარმოედგინათ. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ხონის N3 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლემ,  თამარ ხეცურიანმა, რომელმაც სპეციალური მასწავლებლის, თამარ გვაზავას დახმარებით შეძლო საკუთარი ნამუშევრების წარდგენა და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა; გადაეცა სერტიფიკატი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება