სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
03-12-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის V კლასში ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. კომპლექსური დავალების შემაჯამებელ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა წარადგინეს თხზულება - „იავნანას ძალა“, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „იავნანამ რა ჰქმნა?!“, მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ჯავახაძე, მუსიკის პედაგოგი ხათუნა იობაშვილი, ხოლო კლასის ხელმძღვანელი მარინა გურეშიძე არიან.

„კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას მოსწავლეებმა შეასრულეს მრავალფეროვანი აქტივობები: შეადგინეს უცნობ სიტყვათა ლექსიკონი, ცალკეული თავის გეგმა, პერსონაჟთა რუკა, კროსვორდები, დახატეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები მოთხრობიდან, მოისმინეს - „იავნანას“ რამდენიმე ვარიანტი და თავადაც შეისწავლეს ეს სიმღერა; ქართულ  და ლეკურ ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა წარმოადგინეს მოთხრობის პერსონაჟები. აქტივობები მიზნობრივად იყო შერჩეული და დაეხმარა მოსწავლეებს მოთხრობის დედააზრის წვდომასა და კომპლექსური დავალების შესრულებაში. ნამუშევრებში მათ გამოხატეს თავიანთი ემოციები და გრძნობები. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობამ სულ სხვა თვალით დაანახა და შეაყვარა მათ ეს სიმღერა. მასწავლებელმა შეაფასა მოსწავლეთა ნამუშევრები და დაამყარა უკუკავშირი. გაკვეთილი მაღალ დონეზე შეაფასა სკოლის დირექტორის მ/შ მაია ქობულიამ. გაკვეთილის დასასრულს მთელმა კლასმა იმღერა - „იავნანა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ და ამაგდარი მასწავლებლის კოლეგებმა აღნიშნეს პატიკო ქარდავას მრავალწლიანი ღვაწლი

სასწავლო პროცესის ამგვარი ფორმატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახელმძღვანელოში მიღებული ცოდნა რეალურ მხატვრულ გარემოს დაუკავშირონ
 

სკოლაში სხავადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება