სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

10 შეცდომა, რომელსაც პირველადი დახმარების აღმოჩენისას ვუშვებთ
24-04-2018
-
+


ცხოვრება სავსეა გაუთვალისწინებელი შემთხვევებით და მას მომზადებულნი უნდა შევხვდეთ, მითუმეტეს, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. 

პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის საჭიროა სათანადო ცოდნა. პირველ რიგში, დარწმუნდით დაზარალებულს ესინჯება თუ არა პულსი, სუნთქვა, თუ რეაგირებს სინათლეზე, თუ აღენიშნება სასიცოცხლო ნიშნები ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა.


გავეცნოთ ტიპურ შეცდომებს მსგავს სიტუაციებში:

1. ძლიერი სისხლსდენის დროს

პირველი ამოცანა სისხლდენის რაც შეიძლება სწრაფი შეწყვეტაა. გავრცელებული მეთოდი, ქამრის გადაჭერა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება. მიზანშეწონილია ხელით არტერიის მოძებნა და გადაკეტვა, შემდეგ კი სტერილური საფენებით ჭრილობის დაფარვა.

2. ცხვირიდან სისხლდენის დროს


ცხვირიდან სისხლდენის დროს გავრცელებული შეცდომა თავის უკან გადაწევაა. მიეცით სისხლს დენის საშუალება შემდეგ კი 10 წუთის განმავლობაში მოუჭირეთ ორი თითით ცხვირს. თუ სისხლდენა მაინც არ შეწყდება გამოიყენეთ ტამპონი.

3. გაყინვის დროს


დაზარალებულს ნუ ჩააწვენთ ცხელ წყალში და ნუ მიაღებინებთ აკლოჰოლს. საჭიროა თბილი საწოლი და მშრალი ტანსაცმელი, ასევე ცხელი სასმელების მიღებაა სასურველი.

4. გულის გაჩერების დროს


ყველაზე დიდი შეცდომა სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის მსგავსი პროცედურის ჩატარებაა. ზრდასრულ ადამიანებში გულის მასაჟი ორივე ხელისგულით ხდება, ბავშვებში კი მხოლოდ ერთი ხელითა და საჩვენებლისა და შუა თითის ბალიშების კომბინაციით.

5. დამწვრობის შემთხვევაში


მსუბუქი დამწვრობის დროს დაზიანებული ადგილი მოიბანეთ წყლით 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაიდეთ სუფთა საფენი და ყინული.

6. სასუნთქი გზების გადაკეტვისას


დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და ისე ჩაუტარეთ საჭირო მასაჟი მკერდს ქვემოთ.

7. მოტეხილობისას


ნუ ეცდებით დაზიანებული ადგილის დამუშავებას, უბრალოდ თავისუფლად შეიხვიეთ მოტეხილობა ბინტით, ისე რომ სისხლის მიმოქცევა არ შეზღუდოთ და მიმართეთ რენტგენს.

8. მოწამვლისას 


მოწამვლისას კუჭის გამოსარეცხად 2,5-5 ლიტრი ოთახის ტემპერატურაზე დაყენებული წყლის მიღებაა აუცილებელი, ამასთან, ყოველი 0,3-0,5 ლიტრი წყლის მიღების შემდეგ საჭიროა პირღებინება. პროცედურა გრძელდება მანამ, სანამ წყალი აბსოლუტურად სუფთა არ იქნება.

9. გველის ნაკბენის შემთხვევაში


გავრცელებული შეცდომა ნაკბენიდან შხამის გამოწოვაა. თავდაპირველად, აუცილებელია ნაკბენი ადგილის დაფიქსირება, რათა შხამი მთელს ორგანიზმში არ გავრცელდეს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

10. მუცლის ტკივილის დროს 


ნუ მიიღებთ ტკივილგამაყუჩებელს. ექიმების თქმით, ტკივილის შეჩერებით არსებული პრობლემა არ გვარდება და მსგავსმა მიდგომამ შასაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.

თითოეულ ექსტრემალურ სიტუაციაში აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება, ამასთან, თითოეული ჩვენგანისთვის სასურველია პირველადი დახმარების აღმოჩენის ცოდნა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება