სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო არქვენის საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი - „მედიაწიგნიერება - ყალბი ინფორმაციის ამოცნობა სოციალურ ქსელში“ ჩატარდა
29-11-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამის დასტური კი სკოლის პედაგოგის, ნინო დოხტურიშვილის წერილია, რომელიც ამავე სკოლაში მასწავლებლის, სალომე გოჩოლეიშვილისა და მოსწავლეების მიერ განხორციელებული კიდევ ერთი მეტად საინტერესო სასწავლო პროექტის შესახებ წერს.

„სულ რამოდენიმე თვეა რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა ინგლისური ენის  პედაგოგის სტატუსით; ჩემი დროებითი პოზიცია  გახლავთ გრძელვადიანი გამოცდილება და დიდი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანელი მოსწავლეების მიმართ.. მსურს, გაგაცნოთ ეს სკოლა თავისი მრავალფეროვანი, მონდომებული  და ოპტიმიზმით  განმსჭვალული აღსაზრდელებით.. დიახ, საოცარი ემოციაა მათთან ურთიერთობა; ბავშვები, რომელებიც აფრქვევენ ეთიკის ნორმებს, ზრდილობას წესიერებას და სითბოს.. მადლობა მათ ამისთვის.. დღევანდელი ჩემი წერილი კი ეძღვნება სწორედ ამ სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც საოცარი მონდომებით განახორციელეს  სასწავლო პროექტი, რომელის თაობაზეც უკეთესად მოგვითხრობს ავტორი: 25 ნოემბერს ქვემო არქევნის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების თემაზე პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა. „მედიაწიგნიერება - ყალბი ინფორმაციის ამოცნობა სოციალურ ქსელში“, მორიგი აქტივობაა, რომელიც ქართული ენის წამყვანი მასწავლებლის სალომე გოჩოლეიშვილის ინიციატივით განხორციელდა. გაკვეთილი მიზნად ისახავდა, მოსწავლეებს შეეძინათ ყალბი ამბების ამოცნობისა და გაფილტრვის უნარები. საგაკვეთილო აქტივობები განხორციელდა შემდეგნაირად: მასწავლებელმა კლასს წარუდგინა მოკლე პრეზენტაცია მედიაწიგნიერების მნიშვნელობის, წყაროს სანდოობის დადგენის, სოციალურ ქსელში გავრცელებული მანიპულაციებისა და ყალბი ინფორმაციის ამომცნობი მარკერების შესახებ. ამის შემდეგ მოსწავლეები განაწილდნენ ჯგუფებად და დაიწყეს მუშაობა ინფორმაციის სანდოობის დადგენაზე წინასწარ მიწოდებული სტატიების ირგვლივ. დასკვნით ეტაპზე კი ჯგუფებმა მათი მოკვლევის შედეგები წარადგინეს კლასის წინაშე.შედეგად, მოსწავლეებს განუმტკიცდათ კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარები. ამავე სკოლის წამყვანი პედაგოგი სალომე გოჩოლეიშვილი გამოირჩევა ორგანიზებულობით  პასუხისმგებლობით. მთელს სოფელში ისე როგორც მოსწავლეებში და თანამშრომლებში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს; ის გახლავთ ბევრი პროექტის ავტორი  და სულის ჩამდგმელი. ვუსურვოთ  წარმატებები მასწავლებელს მოსწავლეებთან ერთად“, - წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება