სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე სკოლა ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად აქცია“-ქუთაისის N40 სკოლა სპორტის პედაგოგს გვაცნობს
29-11-2021
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლას სპორტის წარმატებულ პედაგოგ ბესიკ ჯანელიძეს გვაცნობს.

ბესიკ ჯანელიძე 20 წელია, რაც ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებელია. მან მოსწავლეებთან ერთად, არაერთ წარმატებს მიაღწია. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბესიკ ჯანელიძე 2016 წელს მე-40 საჯარო სკოლის საუკეთესო პედაგოგად აღიარეს, ხოლო 2018-2019 წლებში იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ დასახელებული იქნა რეგიონის საუკეთესო სპორტის მასწავლებლად. მას 30-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი აქვს, მათგან 6 მეთოდური და სპორტული სახის სახელმძღვანელოა. პედაგოგი ორჯერ იყო  მომხსენებელი მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე.

„ბესიკ ჯანელიძეს სპორტის სფეროში 40 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. აქედან ბოლო 20 წელი ქუთაისის N40 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელია. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის კათედრაზე მუშაობის შემდეგ სკოლა საკმაოდ რთულ ფენომენად მოეჩვენა, მაგრამ ბავშვებისა და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულმა პიროვნებამ თავისი სკოლა ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად აქცია საქართველოს მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე. მან თავის მეწყვილე გულნარა ბზიკაძესთან ერთად მოამზადა სკოლის ნაკრები გუნდი, რომელმაც ერთი ამოსუნთქვით შესძლო 2019 წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე „მხიარულ სტარტებში“ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, ხოლო სპორტულ შემეცნებით ოლიმპიადაზე ვიცე ჩემპიონის სტატუსით დაკმაყოფილდნენ.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლეები გაწერილი კალენდრის მიხედვით მონაწილეობენ შიდასასკოლო სპორტულ ფესტივალებში, ეწყობა ტურისტული ლაშქრობები და სპორტული ვიქტორინები. 2019 წლიდან კი დასაბამი მიეცა მასწავლებელთა და მშობელთა ერთობლივი ოლიმპიადის ჩატარებას სპორტის 6 სახეობაში, სადაც მსაჯთა კორპუსი მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული.
ბესიკ ჯანელიძემ ფართოდ გაუღო კარი სწავლა/სწავლების ახალ ინტელექტუალურ მეთოდებს. მას კარგად ესმის, რომ მასწავლებელი მანამდეა მასწავლებელი, ვიდრე სწავლას თვითონ არ შეწყვეტს. სწორედ ზემოთქმულის დასტურია ის, რომ ბატონ ბესოს ქალაქ ქუთაისიდან ერთ-ერთ პირველს მიენიჭა სპორტის უფროსი მასწავლებლის სტატუსი. არის საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე და ეროვნული არბიტრი. 2016 წელს აღიარებული იქნა მე-40 საჯარო სკოლის საუკეთესო პედაგოგად, ხოლო 2018-2019 წლებში იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ დასახელებული იქნა რეგიონის საუკეთესო სპორტის მასწავლებლად. მისი მეცნიერული მონაგარი 30-ზე მეტ ნაშრომს ითვლის, მათგან 6 მეთოდური და სპორტული სახის სახელმძღვანელოა. მანვე მოამზადა გზამკვლევი „ბალახის ჰოკეიში“ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებისთვის, რომელიც განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გამოსცა კრებულის სახით. არის მასწავლებელთა ეროვნული კონფერენციის ორგზის მონაწილე მომხსენებლის ამპულაში.
ბესიკ ჯანელიძეს ძალიან ახლო, საქმიანი ურთიერთობა აქვს ქუთაისის და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რაიონების სპორტის მასწავლებლებთან, ის თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებს მათ და ეხმარება პროფესიულ წინსვლაში“,- წერს სკოლა. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება