სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
19-11-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასში შემოდგომის ზეიმი ჩატარდა. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

ღონისძიებას უძღვებოდნენ კლასის დამრიგებელი რუსუდან ლობჟანიძე და მუსიკის მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი.

„გამოფენილი იყო შემოდგომის ბარაქიანი მოსავალი. თავს იწონებდნენ მინიატურული საწნახელი, ქვევრი, დოქები, კეცი, გიდელი, კალათები, ქართული ურემი. შემოდგომის ფოთლები აგვირგვინებდნენ ამ სილამაზეს.
კარგად წარმოაჩინეს მოსწავლეებმა შემოდგომის თვეები: ენკენისთვე, ღვინობისთვე, გიორგობისთვე.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს საქართველოს-ოქროს საწნახელს, სამოთხისდარ იმერულ გიორგობისთვეს.  
წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს და იმღერეს. ბოლოს წარმოადგინეს ინსცენირება: „ბავშვები და შემოდგომა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება