სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კარგი გამოცდილება შევიძინეთ“- როდინაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ შოუში მონაწილეობდნენ
18-11-2021
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა გიორგი გოგბერაშვილმა, მარიამ ხოხიაშვილმა და სოფო ვარდოსანიძემ ლიტერატურულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. 

სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.

მოსწავლეები გვიზიარებენ იმ ემოციებს, რაც  „წიგნების თაროში“ მონაწილეობამ გამოიწვია.

„- ჩვენმა დირექტორმა, ნინო მასწავლებელმა შემოგვთავაზა, მონაწილეობა მიგვეღო პროექტში „წიგნების თარო“ - გვიამბობს გიორგი გოგბერაშვილი. 
- კლასელებს რომ გავუზიარე იდეა, მარიამი თავიდანვე დამთანხმდა, ვცადოთო, წიგნების თაროს ლოზუნგიც ხომ ესაა „სცადე“. სოფო ექსტრემალურ სიტუაციაში შემოგვიერთდა, მართალია, თავიდან უარზე იყო, მაგრამ ბოლო წამს დაგვთანხმდა. 

- ეს თითქმის ორთვიანი მომზადების პროცესი სასიამოვნო იყო ჩვენთვის, ბევრ ახალ ინფორმაციას გავეცანით, წავიკითხეთ და ვიშრომეთ. თამაშის დღეს, დილიდან ბლიცებს ვსწავლობდით, ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად მომზადებული გახლდით, ნერვიულობას ვერ ვგრძნობდით. გზა ისე გავიარეთ თბილისამდე, ვერც გავიგეთ. 

- პირველი არხის შენობაში მისვლიდან მალევე შევედით სტუდიაში, სადაც უნდა გვეთამაშა. გარემოსთან შესაგუებლად დიდი დრო გვქონდა. ვუყურეთ თამაშს, ვნახეთ რა როგორ ხდება. დაბნეულები ნამდვილად არ ვყოფილვართ. მოწინააღმდეგეებთან თამაშის დაწყებამდე მცირე საუბარიც გვქონდა. 
- სანამ ჩაწერა დაიწყებოდა, გამამხნევებელი საუბარი გვქონდა ალექსანდრესთან. ძალიან თბილად, სასიამოვნოდ, მამოტივირებლად გვესაუბრა, რჩევებიც მოგვცა, მისი გამომეტყველება ნამდვილად არასდროს დაგვავიწყდება. რამოდენიმე წუთში თამაშიც დაიწყო...

ჯგუფმა გადაწყვიტა ბლიცში გიორგი გოგბერაშვილს ეთამაშა. 

- პირველივე კითხვაზე მივხვდით რა წიგნზეც იყო საუბარი და არ დავაჭირე (არ გარისკვაც რისკია).
- სიმართლე გითხრათ, მეორე კითხვა არ მახსოვს და არც ის, რა იყო პასუხი. ესეც 6-0.
- ამ დროს ჩემ თავს შემოვუძახე - ნული ქულით წამსვლელი არ ვარ, მეტი მობილიზება და ყურადღება კითხვაზე მიდიიი შეგიძლია! და დავიწყეთ... 
- და ესეც 6-3,
- და კიდევ ერთი 6-6,
- ამის მერე, თუ არ ვცდები, ორი კითხვა ჩავაგდეთ,
- მერე კიდევ სწორად ვუპასუხე და დავაქამბექეთ. გოგოები მაწვდიდნენ მოსაზრებებს, რომელიც მე მეხმარებოდა. 
- ერთზე არ გავრისკეთ და გაგვითანაბრეს 9-9,
- და აი, ასე შევედით აზარტში.
- მაგრამ წელს მე მგონი ყველაზე რთული ბლიცი მე შემხვდა. ყველამ ასე მითხრა რთული კითხვები იყოო. 7 პასუხის ნაცვლად 9 ვიცოდი, მაგრამ იმ ორზე აღარ გამახსენდა და გამოვტოვე. 
რა ხდებოდა ბოლომდე ვერ ვიაზრებდით, უბრალოდ, ვთამაშობდით და მეტი არაფერი გვაინტერესებდა. მე, გოგოები და ალექსანდრე...
-  ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგად გამოგვივიდა და ძალიან კმაყოფილი ვართ, მონაწილეობა რომ მივიღეთ. კარგი გამოცდილება შევიძინეთ და გაზაფხულზე კიდევ ვაპირებთ ჩავერთოთ“,- წერენ მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

 ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიების შემდგომ მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება