| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წელიწადის ყველაზე მრავალფეროვანი დრო შეისწავლეს და „ოქროსფერი შემოდგომის“ შესახებ ისაუბრეს. აგრეთვე, შემოდგომის საოცარ ფერებსა და სურნელზე, მზიან დღეებთან განშორებასა და ბუნების სევდაზე გაამახვილეს ყურადღება.
პედაგოგმა მოსწავლეები სახალისო და საინტერესო აქტივობებშიც ჩართო. მესამეკლასელებმა ფერადი ფურცლებით შექმნეს აპლიკაცია.
„მოსწავლეებმა შეაგროვეს შემოდგომის ფოთლები, ჩააწებეს რვეულში, დააწერეს მათ ლამაზი ფრაზები, მოიძიეს ლექსები შემოდგომის თემაზე, დათქმულ დღეს მოვაწყვეთ პოეზიის დილა და მშობელთა ჩართულობით წარმოადგინეს ნინო ბეზარაშვილის „გორგომიჭელა“, სკოლაში გააკეთეს თათარა, ამოავლეს შინიდან მოტანილი თავისივე ხელით ასხმული თხილის და კაკლის „გორგომიჭელა“. გემრიელი თათარა დააგემოვნეს კიდეც“,- გვიყვება სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს