| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ სკოლებისთვის შემუშავებული რეგულაციების თანახმად, სკოლებში კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში წერტილოვანი შეზღუდვები ხორციელდება, რათა ნაკლებად შეფერხდეს სასწავლო პროცესი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ტომარაძე Etaloni.ge-ს უზიარებს საკუთარი სკოლის გამოცდილებას და აღნიშნავს, რომ სასწავლო პროცესის მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, ნაწილობრივი შეზღუდვების განხორციელება ჯობია, რის პრაქტიკასაც სკოლა წარმატებით იყენებს. ახალსოფლის სკოლა ამჟამად ონლაინ სწავლების რეჟიმში იმყოფება და სწავლა-სწავლების პროცესს დასწრებულად 8 ნოემბერს განაახლებს.
„ კოვიდთან დაკავშირებით გაგვირთულდა მდგომარეობა და ამჯერად სკოლა ონლაინ სწავლებაზეა. ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ და მთელი სკოლა დისტანციურზე გადავედით, ეს მოხდა 26 ოქტომბერს. 8 ნოემბერს ისევ დავუბრუნდებით საკლასო ოთახებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, მაგრამ დასწრებულად სწავლას ვერაფერი შეცვლის. ბავშვებიც და მასწავლებლებიც სხვა ხალისით არიან სასწავლო პროცესში ჩართული. შარშანდელთან შედარებით ონლაინ სწავლებაც უფრო გამართულია, ბავშვები ახერხებენ გაკვეთილებში ჩართვას, მიეჩვივნენ ამ რეჟიმს. აღარც მასწავლებლებს უჭირთ და არც ბავშვებს. კი გვაქვს შეფერხებები, ხან ინტერნეტ პრობლემაა და ხან სხვა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში დამატებით გაკვეთილებს ვუტარებთ ბავშვებს, რომ ჩამორჩენა და შეფერხება არ ჰქონდეთ“.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა დასწრებულ სასწავლო რეჟიმს უკვე მომავალი კვირიდან, ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით დაუბრუნდება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს