სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის ერთ-ერთი სკოლის სახელმძღვანელოში ოკუპირებული აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ყირიმი რუსეთის ტერიტორიად არის აღიარებული - სკოლის პასუხი
06-02-2018
-
+


თბილისის კერძო რუსულენოვანი სკოლა „ინტელექტის“ მესამე კლასის მოსწავლეები ბუნებაში დამხმარე სახელმძღვანელოდ რუსულ წიგნს - „Окружаюший Мир“-ს იყენებენ. 

ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის რუსტემ სულეიმანოვის უკმაყოფილება სწორედ ამ სახელმძღვანელოში არსებულმა რუკამ გამოიწვია, სადაც ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისევე როგორც ყირიმი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებად არის აღიარებული. 

რუსტემ სულეიმანოვმა რუკას ფოტო გადაუღო და სოციალური ქსელით გაავრცელა. როგორც თავად აღნიშნავს, წიგნი სკოლის რეკომენდაციით შეიძინა. მისი თქმით, აღნიშნული პროტესტის შემდეგ სკოლამ სახელმძღვანელოებში რუკები თეთრი ფურცლებით გადაფარა. მოსწავლის მშობელი დასძენს, რომ წიგნის შეძენა ნებისმიერ ადგილზეა არის შესაძლებელი. 

საკითხის გასარკვევად, Etaloni.ge სკოლის დირექციას დაუკავშირდა. 

დირექტორის თანაშემწის ნიკოლოზ ჩხარტიშვილის თქმით, აღნიშნული სახელმძღვანელო კლასგარეშე ლიტერატურაა და წიგნი მშობლებმა თავიანთი სურვილით შეიძინეს:

„ჩვენ სკოლაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ვასწავლით. რაც შეეხება კლასგარეშე სახელმძღვანელოებს, სპეციალური კომისია მას სასწავლო წლის დასაწყისში ამოწმებს. კომისიამ ეს წიგნი შეამოწმა და აღნიშნული რუკები საერთოდ ამოჭრა.“

- რატომ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი მოსწავლის წიგნში მაინც იყო რუკა?

- ასე იმიტომ მოხდა, რომ წლის დასაწყისში მშობელი რუსტემ სულეიმანოვი არ იმყოფებოდა კრებაზე და შესაბამისად, მისი შვილის წიგნიდან არ მოხდა რუკის ამოჭრა. მოსწავლეს ეს წიგნი სკოლაში არც მოუტანია და შესაბამისად, მას სახლში წიგნებს ვერ შევუმოწმებდით.

- რა რეაგირება მოჰყვა თქვენი მხრიდან სოციალურ ქსელში ამ ფოტოს განთავსებას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მშობელს ბოდიში მოუხადა?

- ბოდიშის მოხდის ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. სკოლის დირექტორმა დაიბარა მშობელი და უბრალოდ სიტუაციაში გარკვევა სცადა. ჰკითხა თუ რატომ არ მიმართა პირველ რიგში სკოლას? მშობელმა ეს ბოდიშად აღიქვა. არადა ასე არ ყოფილა. 

- როგორც ვიცით, დაახლოებით 3 წლის წინ ასეთივე წიგნები შეიტანეს თქვენს სკოლაში.

- 2007 წლამდე რუსეთში ვუკვეთავდით წიგნებს და მაშინ რუკები სწორად იყო შედგენილი. 2015 წელს გეოგრაფიის სახელმძღვანელო შევუკვეთეთ და ჩამოვიდა უახლესი გამოცემა, სადაც უკვე შეცვლილი იყო რუკები. სახელმძღვანელოები, სადაც ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისევე როგორც ყირიმი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებად იყო აღიარებული, სასწავლო წლის დაწყებამდე გავანადგურეთ. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პასუხისმგებლობას სკოლის ადმინისტრაციას აკისრებს: 

„სამინისტრო მხოლოდ გრიფირებულ სახელმძღვანელოებზეა პასუხისმგებელი. დანარჩენს სკოლა წყვეტს და სწორედ სკოლის ადმინისტრაციას ეკისრება პასუხისმგებლობა,“- აღნიშნეს სამინისტროში.  

თბილისში, ისნის რაიონში მდებარე რუსულენოვანი კერძო სკოლა „ინტელექტი“ 2006 წელს დაარსდა. სკოლაში 12 ქვეყნის 17 ეროვნების მოქალაქე, ჯამში კი 370-მდე მოსწავლე სწავლობს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება