„ეტალონმა“ კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეები - თაია ჭეიშვილი, მართა მაღლაქველიძე და მარიამ კევლიშვილი დააჯილდოვა
22-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეები - თაია ჭეიშვილი, მართა მაღლაქველიძე, მარიამ კევლიშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ტყიბულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.