სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 სკოლის პედაგოგი მაია ცაბუტაშვილი - თათეშვილი ექვსთვიან საგანმანათლებლო ონლაინ კურსს გაივლის
21-10-2021
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის ფიზიკის წამყვანმა პედაგოგმა მაია ცაბუტაშვილი - თათეშვილმა სკოლის სასახელოდ მორიგ წარმატებას მიაღწია.

პედაგოგი მაია თათეშვილი საგანმანათლებლო და STEM პროექტების მოდელირება - კონსტრუირების შესახებ ექვსთვიან ონლაინ კურსს გაივლის.

„საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ათასწლეულის ფონდის მიერ დაიწყო პროექტის - „STEM მენტორების კურსი“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებიდან საკონკურსო წესით შერჩეულ 40 მასწავლებელს შორისაა ახალციხის N5 საჯარო სკოლის ფიზიკის წამყვანი მასწავლებელი, მაია თათეშვილი, რომელიც გაივლის ექვსთვიან ონლაინ სასწავლო კურსს საგანმანათლებლო და STEM პროექტების მოდელირება - კონსტრუირების შესახებ. პროექტის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა. STEM მენტორების კურსის მსმენელები შეისწავლიან თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების და კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლებს ღია კომპიუტერული პლატფორმა ARDUINO-ს გამოყენებით. მსმენელები ასევე, გაეცნობიან სხვადასხვა ვირტუალურ რესურსებს და სიმულატორების გამოყენებით შეძლებენ ინოვაციური პროექტების მოდელირებასა და კონსტრუირებას. პროექტში ჩართული ყველა მსმენელი, პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებს STEM სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობას, კონკრეტულად ARDUINO Kits, რაც მათ დაეხმარებათ კურსის უკეთ ათვისებაში, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ, აღნიშნული დანადგარის გამოყენებას შეძლებენ მოსწავლეებთან საკლასო ოთახში. სკოლა ულოცავს  ქალბატონ მაია ცაბუტაშვილ-თათეშვილს  STEM მენტორების კურსის შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლას და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის  გამოყენებით მოსწავლეებთან მრავალი ინოვაციური პროექტის განხორციელებას უსურვებს“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება