სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებიც არანაკლები გმირები არიან, ისინი მომავალი თაობის განათლებისთვის იბრძვიან“- ბოჭორმის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბეღანაშვილი
19-10-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბეღანაშვილი საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა. . .

- სკოლა ჩვენი მეორე ოჯახია, სადაც იგრძნობა სითბო, სიყვარული, ყურადღება ყველას მიმართ და ყოველთვის ვცდილობთ ერთმანეთის თანადგომას. ვართ ერთმანეთის განცდის თანამოზიარეები, ამდროს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა ერთმანეთის მიმართ ასეთი განწყობა სუფევს.

- მოსწავლეს სურს. . .

- მოგეხსენებათ ჩვენ მაღალი მთის, მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ (6 მოსწავლით) ყველა მოსწავლეს სურს ჰყავდეს ბევრი თანაკლასელი, ჰქონდეს ინტერნეტთან დაუბრკოლებელი კავშირი, რათა უკეთესად შეძლონ დავალებების შესრულება, რადგან თითქმის ყველა გაკვეთილს ახლავს მასალების მოძიება ინტერნეტში.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- ამ დროს ყველაზე რთულია დისტანციურად მუშაობა, რადგან სოფელს აქვს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა, სიმართლე გითხრათ, ასეთი სწავლიებით მემგონი, თავს ვიტყუებთ თუ ვატყუებთ ერთმანეთს. ასეთი სწავლა შედეგს ვერ გვაძლევს, ბავშვებიც ზერელე დამოკიდებულები ხდებიან. პანდემის დროს მასწავლებლებიც არანაკლებ გმირები არიან, ისინი მომავალი თაობის განათლებისთვის იბრძვიან. ძნელია შეინარჩუნო ბავშვის ინტერესი საგანმანათლებლო პროცესში დისტანციური სწავლების დროს.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .

- პირადად ჩემთვის პასუხისმგებლობა ბევრს ნიშნავს, რადგან მთელი სკოლის წარმატება თუ წარუმატებლობა სკოლის დირექციაზეა დამოკიდებული. ამიტომ ვცდილობ ვიყო ყოველთვის პასუხისმგებლიანი, მობილიზებული და ყოველი თანამშრომელი ჩავრთო სასკოლო ცხოვრებაში. სასკოლო ცხოვრება მივმართო იქით რასაც წარმატებული სკოლა და წარმატებული მომავალი თაობის აღზრდა-განათლება ჰქვია.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- ვისურვებდი იყოს ამ სოფელში სკოლა, ეს ცოდნის კერა, მრავაკონტიგენტიანი, თუ სოფელს სკოლა და ბაღი არა აქვს ეს ხელს შეუწყობს სოფლის დაცლას, სახლების ნასახლარებად გადაქცევას, რაც დიდად სამწუხაროა (ამ სოფელში ეს ნამდვილად რეალობაა, მხოლოდ მოხუცებიღა ცხოვრობენ, მათ კერას ზაფხულში ქალაქიდან ჩამოსული შვილიშვილებიღა ახმიანებენ).

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- იყოს ინტერნეტ კავშირი ხელმისაწვდომი, რომელიც სჭირდება ყოველთვის დისტანციურ მუშაობასა და თვითგანვითარებაში, რადგან მოგეხსენებათ, რომ ტრენინგებიც ამჟამად სოციალური ქსელით ხორციელდება

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .

- ჩემი დიდი სურვილია სასკოლო საათობრივ ბადეში შევიდეს ცვლილება და ისევ ისე, ძველებურად, ისწავლებოდეს რელიიგიის ისტორის სწავლება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება