სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში ხელების დაბანის მსოფლიო დღეს ნახატების კონკურსი მიეძღვნა
18-10-2021
-
+


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში ხელების დაბანის მსოფლიო დღეს ნახატების კონკურსი მიეძღვნა. 

კონკურსს ორგანიზება ეკოკლუბ „კამბისენეს“ლიდერებმა გაუწიეს. 

„15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა, რომელიც ეძღვნება აღნიშნულ თემაზე მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას და გააზრებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და ხელების საპნით დაბანა, რაც ეფექტური საშუალებაა დაავადებების თავიდან ასაცილებლად და სიცოცხლის გადასარჩენად.

ეკოკლუბ „კამბისენეს“ ლიდერებმა (ხელმძღვანელი მაია ლაპიაშვილი) ხელების დაბანის მსოფლიო დღეს ჩაატარეს ნახატების კონკურსი.

შერჩეულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის გამოვლინდა ორი გამარჯვებული :

ტატა ჭუაძე - მე-6-ა კლასი

მარი ალუღიშვილი - მე-6-ა კლასი

ნახატები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

• თემატიკასთან შესაბამისობა

• ჩანაფიქრის ორიგინალობა

• შესრულების ტექნიკა

• ნახატი არ უნდა იყოს გადახატული ან სხვის მიერ დახატული (პლაგიატის თავიდან აცილების მიზნით).

გამარჯვებულის გამოვლენა:

პირველი გამარჯვებული გამოავლინა ჟიურიმ (მაია ლაპიაშვილი, მარიამ ყოჩიაშვილი, ნინი ხუციშვილი, თინათინ პოპიაშვილი, ანანო გიგაური, ნიკა თარაშვილი, ანნა ზუბიაშვილი)

მეორე გამარჯვებული Facebook-ის ყველაზე მეტი მომხმარებლის მიერ მოწონებული ნახატია.

გამარჯვებულებს კლუბის ლიდერები გადასცემენ სიგელებს და სამახსოვრო საჩუქრებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სპორტულ აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო სკოლის თითოეული კლასი და მოსწავლე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება