სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ის მხოლოდ დირექტორი არ ყოფილა, ის იყო დამრიგებელი, მხარდამჭერი, მეგობარი“-მაზერის სკოლის საზოგადოებამ ნარგიზ ხორგუანს მოღვაწეობის 51 წლისთავი მიულოცა
12-10-2026
-
+


ნარგიზ ხორგუანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლასა და მომავალი თაობების აღზრდა განათლებას 51 წელია ღირსეულად ემსახურება. აქედან 22 წელი ხელმძღვანელის პოზიციაზე. პროფესიულ გზას მხოლოდ პედაგოგის ამპლუაში გააგრძელებს და ქვეყანას კიდევ ართაერთ ღირსეულ და წამატებულ თაობას აღუზრდის.

სასკოლო საზოგადოებამ მას საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის 51 წლისთავი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცა. 

„51 წელი… ერთი ადამიანის ცხოვრება, ერთი სკოლის ისტორია და უამრავი თაობის მოგონება.

ადამიანი, 51 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სკოლას, ბავშვებს, განათლებას და საკუთარ საქმეს

ამ წლების განმავლობაში ის მხოლოდ სკოლის დირექტორი არ ყოფილა ის იყო ადამიანების დამრიგებელი, მხარდამჭერი, მეგობარი და ის ადამიანი, რომლისთვისაც სკოლა მეორე სახლად იქცა.

51 წელი არის ათასობით მოსწავლე, უამრავი მასწავლებელი, ასობით დაუვიწყარი დღე, სიხარული, გამოწვევა, გამარჯვება და უთვალავი ისტორია.

რამდენი თაობა გაიზარდა მის თვალწინ… რამდენი მოსწავლის ცხოვრებაში დატოვა თავისი კვალი ეს ალბათ ყველაზე დიდი ჯილდოა

51 წელი…

ხანდახან მგონია, ეს ერთი ადამიანის სამსახურისთვის წარმოუდგენლად დიდი დროა. მაგრამ როცა შენს ცხოვრებას ვუყურებთ, ვხვდებით, რომ შენთვის ეს უბრალოდ სამსახური არასოდეს ყოფილა.

ეს იყო შენი ცხოვრების ნაწილი.

შენი მეორე სახლი.

შენი ყოველდღიურობა.

შენი პასუხისმგებლობა და, უპირველეს ყოვლისა, შენი ადამიანების სიყვარული.

51 წლის განმავლობაში რამდენ ადამიანს გაუწოდე ხელი…

რამდენს დაეხმარე ჩუმად, ისე, რომ ამის შესახებ არავის უთქვამს.

რამდენ ადამიანს დაუდექი გვერდით მაშინ, როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

კეთილ საქმეს ფასი იმიტომ არ აქვს, რომ ვინმემ მადლობა გადაგიხადა.

კეთილი საქმე ფასობს იმიტომ, რომ შენ ის გულით გაგიკეთებიათ.

დრო და ცხოვრება თავისთავად აჩვენებს ადამიანის ნამოქმედარს.

ადამიანის ყველაზე დიდი ჯილდო ის სიყვარული და პატივისცემაა, რომელსაც წლების შემდეგ მის მიმართ გამოხატავენ. და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ადამიანმა თავისი 51 წლიანი შრომით სწორედ ეს დაიმსახურა.

უდიდესი მადლობა ჩვენს პედკოლექტივს ამხელა სიყვარულისთვის და დაფასებისთვის!

თქვენ კი დღეს შეგიძლია ამაყად თქვათ:

„მე ჩემი საქმე გავაკეთე.

მე ჩემი ადამიანობა არ დამიკარგავს.

მე ჩემი 51 წელი ღირსეულად ვიცხოვრე.“

და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება და ჯილდო ცხოვრებაში თქვენ ამ 51 წლის განმავლობაში, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანად დარჩი.

შენ შენი კვალი დატოვე.

შენ შენი სიტყვა თქვი.

შენ შენი საქმე გააკეთე“, - ვკითხულობთ ოჯახისა და სასკოლო საზოგადოების სახელით გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 
სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს კერამიკის ჯადოსნური სამყარო

არჩევნებს კი წინ უძღოდა კანდიდატების მიერ საკუთარი საარჩევნო პროგრამების წარდგენა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება