| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილინოისის შტატის დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა ონლაინ ფორმატით სწავლების გამო სამსახური მიატოვა. მისი თქმით, ბავშვებმა საკუთარი სახელის დაწერა არ იციან, პედაგოგები კი მთავრობის ქმედებებით იმედგაცრუებულნი არიან.
მასწავლებლისთვის ბოლო წვეთი COVID-ტესტის მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ლაბორატორიებში ჩატარების მოთხოვნა გახდა.
მეორე კლასის მასწავლებელი მარბეტ შილი ფრანკლინის სახელმწიფო სკოლიდან წავიდა. სამსახურის დატოვებიდან მალევე სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმედგაცრუების შესახებ საუბრობდა და ოლქის პოლიტიკას აკრიტიკებდა, რომელიც, მისი თქმით, მასწავლებლებს სამუშაოს შესრულებაში უშლის ხელს.
შილის თქმით, ექვსწლიანი მუშაობის მანძილზე არასდროს უნახავს კოლეგების სულისკვეთების ასეთი დაცემა და დასძენს, რომ ადრე, როდესაც საქმე ცუდად მიდიოდა, მასწავლებლები ერთმანეთის მხარდაჭერას ცდილობდნენ, მაგრამ არა წელს.
წელს გვითხრეს, რომ კომპიუტერებს ჩვენი სამუშაოს შესრულება ჩვენზე უკეთ შეუძლიათ. დააგზავნო, შეაგროვო და 20-ზე მეტი ბავშვი აიძულო დღეში რამდენჯერმე შემოვიდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმაზე - მარტივი საქმე არ არის და დიდი დრო მიაქვს, - განმარტავს მასწავლებელი.
მარბეტ შილმა აღნიშნა, რომ მისი მოსწავლეების ცოდნის დონე წელს ძალიან დაბალია.
მასწავლებელი იმედგაცრუებულია. მისი თქმით, პროფესია აღარ იტაცებს, რადგან მისი სამუშაო ძიძის საქმიანობას ჰგავს. არსებული მდგომარეობით დამძიმებულია სკოლის პერსონალიც, მათი პრობლემები კი ყურადღების მიღმა რჩება.
ამიტომ შილმა ვიდეორგოლის გადაღება და პედაგოგების პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა.
„ყველას ეშინია, რომ სამსახურს დაკარგავს... გულწრფელად რომ ვთქვა, მეც მაკანკალებდა, როდესაც ვიდეოს ვაგზავნიდი“,- ამბობს პედაგოგი.
ქალაქის მასწავლებლების ფედერაციის პრეზიდენტის, ჯეფ ადკინს-დუტროს თქმით, პედაგოგის ვიდეო ვირუსული გახდა, რადგან ქალაქის მასწავლებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის დასძენს, რომ იმედგაცრუება და სამსახურის მიტოვების სურვილი - მასწავლებლებს შორის იშვიათი არ არის.
წყარო: CIsproud.com
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს