სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მოსწავლეები COVID-19-ით ინფიცირებულთა გამო იზოლაციაში აღარ გადავლენ - საფრანგეთში ექსპერიმენტს ატარებენ
09-10-2021
-
+


საფრანგეთის დაწყებითი სკოლების ნაწილში ექსპერიმენტს ატარებენ: საცდელ სკოლებს აღარ მოუწევთ კლასის დახურვა, თუ მოსწავლის ან მასწავლებლის COVID-ტესტი დადებითი აღმოჩნდება. 

ქვეყნის განათლების მინისტრის, ჟან-მიშელ ბლანკეს თქმით, გადაწყვეტილება დროებითია და 12 დეპარტამენტში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ქვეყანაში გადაწყვიტეს კლასი კარანტინში კოლეჯებსა და ლიცეუმებში არ გაუშვან, თუ ვინმეს კორონავირუსი დაუდასტურდება. ასეთ შემთხვევაში თვითიზოლაციაში მხოლოდ აუცრელი მოსწავლეები გადადიან. დაწყებით სკოლაში კი კორონავირუსის დადასტურების გამო კლასებს ხურავენ, რადგან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინაცია ჯერ დამტკიცებული არ არის. 

მაგრამ ახლა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაწყებითი სკოლების ნაწილში, კლასები, იზოლაციაში აღარ გადავლენ, თუ ჯგუფში ვინმეს ვირუსი დაუდასტურდება. მაგრამ დადებითი პასუხის შემდეგ, უმალვე, მთელი კლასი გაიტესტება. სახლში სასწავლად კი გაუშვებენ, მხოლოდ მას, ვისაც ტესტზე დადებითი პასუხი მიუვა - ან ვინც მის ჩაბარებას არ მოისურვებს. ამის შემდეგ მთელი კლასი COVID-19-ზე ტესტს რეგულარულად ჩააბარებს. 

მინისტრის თქმით, ამჟამად, დაწყებითი სკოლების მინიმუმ 2 000 კლასი ახლა კარანტინშია, ამასთან, მათი რაოდენობა მუდმივად მცირდება.

აღსანიშნავია რომ საფრანგეთში შემუშავებულია ოთხი სცენარი, რომელთა მიხედვითაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ. 

ქვეყნის სკოლებში წესების სიმკაცრე ეპიდსიტუაციის დონეზეა დამოკიდებული, სულ ასეთი დონე ოთხია: მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი. ოთხივე ზონაში აცრილ მოსწავლეებს შეუძლიათ ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ იზოლაციაში არ გადავიდნენ. 

მწვანე ზონაში გაკვეთილები სკოლაში ტარდება, სკოლის შენობაში თანამშრომლებისა და საშუალო და უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა (გარდა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებისა).

ყვითელ ზონაში დაშვებულია დასწრებითი გაკვეთილები და მოქმედებს იგივე წესები, რაც მწვანე ზონაში, მაგრამ გაკვეთილებზე დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია. 

ნარინჯისფერ ზონაში საკლასო გაკვეთილები გრძელდება. ლიცეუმის​ ​მოსწავლეებისთვის (15-18 წლის მოზარდებისთვის) შესაძლებელია დასწრებითი და დისტანციური გაკვეთილების შეთავსებაც. პირბადეები აუცილებელია როგორც შენობაში ისე ღია სივრცეში. სპორტული აქტივობები მხოლოდ ღია ცის ქვეშ დაიშვება. 2-მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული სკოლის სასადილოშიც. 

წითელ ზონაში სკოლის კედლებში სწავლა მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ, დანარჩენი მოსწავლეები „ჰიბრიდული“ რეჟიმი​თ ისწავლიან. ეს ზონა ითვალისწინებს ონლაინ სწავლებას ნახევარი კლასისთვის და ფიზიკურ დასწრებას მეორე ნახევრისთვის, შემდეგ ჯგუფები იცვლება.

წყარო: The Local


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“

 

 

„როდესაც სიკეთისთვის ვერთიანდებით, თითოეულ პატარა ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს!“
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება