სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ხაშურის ეტალონის“ გამოსავლენად ლიტვის საელჩოს მრჩეველმა კითხვა ქართულ ენაზე დასვა
30-01-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „ხაშურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

საგანმანათლებლო პროექტის შემოქმედებითი გუნდი „ეტალონის“ ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, ხაშურის N1 საჯარო სკოლას სტუმრობს.

ღონისძიების დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა ახალი, ინოვაციური პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

მანამდე კი „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი შემოქმედებით გუნდთან ერთად სურამის N4 საჯარო სკოლას ეწვია და 2016-2017 სასწავლო წლის „ხაშურის ეტალონ მოსწავლეს,“ მარიამ კიკნაძეს სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს. მასში ხაშურის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ. 

ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე ღონისძიებას საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს უფროსი მრჩეველი არვიდას ნაუიოკაიტისი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე, რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კოტე ფრუიძე, ამავე სამსახურის წარმომადგენელი ნინო ლომსაძე, სკოლების წარმომადგენლები - დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატს შარშანდელი ხაშურის „ეტალონის“ გამარჯვებული მარიამ კიკნაძეც ესწრება. ის მშობლიურ სურამის N4 სკოლას გულშემატკივრობს.

ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრით წარსდგა ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო მალხაზიშვილი.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ხაშურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.


























კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება