სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასკოლო ფორმა თანასწორობისა და მაღალი აკადემიური კულტურის საწინდარია“ - შალვა ფუტკარაძე, შულავერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
20-10-2026
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, შულავერის N1 საჯარო სკოლა, რომელიც ღირსეულად ატარებს რომან ზოიძის სახელს, რეგიონში ერთ-ერთ სამაგალითო საგანმანათლებლო კერას წარმოადგენს. სკოლის დირექტორი, შალვა ფუტკარაძე კი მუდამ ორიენტირებულია ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც თითოეული მოსწავლე თავს რეალიზებულად და დაფასებულად იგრძნობს.

Etaloni.ge-სთან საუბრისას, ბატონი შალვა აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ხედვის ნაწილია სასკოლო ფორმების შემოღების ინიციატივა, რომელმაც საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანი და პოზიტიური გარდატეხა შეიტანა.

„ფორმების შემოღებამ პირველ რიგში სოციალური ბარიერები მოხსნა და მოსწავლეებში თანასწორობის განცდა გააძლიერა. ფაქტია - როდესაც ბავშვები ერთნაირად არიან შემოსილნი, მინიმუმამდეა მატერიალური სტატუსით გამოწვეული სხვაობა, ეს კი ხელს უწყობს ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანიც ხომ ესაა - ყოველი მოსწავლისთვის წინა პლანზე იყოს პიროვნება, ნიჭი, შინაგანი სამყარო და არა ტანსცმელი... სწავლის დაწყებიდან თვე და მეტია გასული, ამიტომ შედეგებზე მსჯელობა, ასე თუ ისე შეგვიძლია - სკოლებში მკვეთრად ამაღლდა გუნდურობის პრინციპი“, - აცხადებს დირექტორი.

დისციპლინისა და აკადემიური კონცენტრაციის თვალსაზრისით, სასკოლო ფორმამ ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ბატონი შალვას თქმით, „ერთიანი სამოსი მოსწავლეებს ეხმარება, იყვნენ მეტად ორგანიზებულნი და კონცენტრირებულნი სწავლზე; გარდა ამისა, სიახლეს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მშობლების მხრიდანაც, რადგან ყოველდღიური ჩაცმულობის შერჩევასთან დაკავშირებული საზრუნავი სრულიად მოიხსნა“.

ჩვენ კი დავძენთ - დღეს რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1 საჯარო სკოლაში ფორმა მხოლოდ სამოსი არ არის - ის წარმატების სიმბოლოა. დირექტორის, შალვა ფუტკარაძის ეფექტური მართვისა და თანამედროვე მიდგომების წყალობით კი, სკოლა აგრძელებს განვითარებას და ცხადყოფს, რომ სწორი ინოვაციებით შესაძლებელია საუკეთესო სასწავლო ატმოსფეროს შექმნა, სადაც ტრადიციები და თანამედროვეობა ერთმანეთს  ერწყმის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება