სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ხაშურის შარშანდელი გამარჯვებულის სკოლას „ეტალონის“ გუნდი ლიტვის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად ესტუმრა
30-01-2018
-
+


„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სურამის N4 საჯარო სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ხაშურის ეტალონ მოსწავლეს“ მარიამ კიკნაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

მასწავლებლების თქმით, მარიამმა „ეტალონში“ გამარჯვების შემდეგ, სკოლას არაერთი წარმატება მოუტანა - პროექტებში გაიმარჯვა და სკოლას ღირებული ინვენტარი შემატა. 2016-2017 სასწავლო წლის „ხაშურის ეტალონმა მოსწავლემ“ პრეზენტაცია გააკეთა ინტელქტ-ჩემპიონატში მიღწეული წარმატების შემდეგ საკუთარი მიღწევების შესახებ.

სურამის N4 საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით. ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს უფროსმა მრჩეველმა არვიდას ნაუიოკაიტისმა წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და ლიტვის სამომავლო პროექტებში ასეთივე ენთუზიაზმით ჩართვა ურჩია.

ღონისძიებას საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს უფროსი მრჩეველი არვიდას ნაუიოკაიტისი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე, რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კოტე ფრუიძე, ამავე სამსახურის წარმომადგენელი ნინო ლომსაძე, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება