სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამინისტროს მხრიდან ხდება მხოლოდ მოწოდება - უწყება გამყრელიძის რეკომენაციას არ იზიარებს
30-09-2021
-
+


სამინისტროს მხრიდან ხდება მხოლოდ მოწოდება - ასეთია განათლების სამინისტროს პასუხი კითხვაზე, რა კონკრეტული გეგმა უნდა ჰქონდეთ სკოლის დირექტორებს აუცრელი პირების ასაცრელად. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ „დირექტორებს მივმართეთ რეკომენდაციით, ყველა დირექტორმა იცოდეს, რამდენია [მასწავლებელი, პერსონალი] მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, თუ როგორ უნდა აიცრას დანარჩენი[პერსონალი]“.

აღნიშნულმა ინფორმაციამ გაურკვევლობა, უკმაყოფილება და დაბნეულობა გამოიწვია სასკოლო საზოგადოებაში. ვინაიდან დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით covid – 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამირან გამყრელიძის მიერ გაცემული რეკომენდაცია კი დირექტორებისთვის მოწოდებაა იმისკენ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა მათი ყველა თანამშრომელი აცრილი იყოს. განათლების სამინისტროს პასუხიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უწყება ამ შემთხვევაში არ იზიარებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციას და აცხადებს, რომ სკოლის დირექტორებისთვის რაიმეს მოწოდება მათი პრეროგატივაა - აცრა კი ნებაყოფლობითია.

„მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წამომადგენელთა ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი. მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. სამინისტროს მხრიდან ხდება მხოლოდ მოწოდება“, - გვეუბნება განათლების სამინისტრო.

იხილეთ ასევე:

დირექტორს უნდა ჰქონდეს გეგმა, როგორ აცრას აუცრელი თანამშრომელი - ყველა მითითება, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა მიიღეს


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება