სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორს უნდა ჰქონდეს გეგმა, როგორ აცრას აუცრელი თანამშრომელი - ყველა მითითება, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა მიიღეს 
28-09-2021
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სკოლის დირექტორებისთვის მიცემულ რეკომენდაციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სკოლის დირექტორებს უნდა ჰქონდეთ გეგმა, როგორ აცრან ის თანამშრომლები, რომლებსაც ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული.

მისივე თქმით, დირექტორმა უნდა იცოდეს რამდენი მასწავლებელი, თანამშრომელია აცრილი, რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვირუსი გადატანილი და იცოდეს, რამდენი მოსწავლის მშობელს აქვს გაკეთებული აცრა.

„დირექტორებს მივმართეთ რეკომენდაციით, რომ ყველა დირექტორმა იცოდეს რამდენია [მასწავლებელი, პერსონალი] მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, თუ როგორ უნდა აიცრას დანარჩენი[პერსონალი], ვინც არ არიან აცრილები. ამავე დროს დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეისწავლონ თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილები, ასევე მოუწოდონ მათ [აიცრან].. მოგეხსენებათ, უსაფრთხო სკოლა ნიშნავს,როდესაც სკოლაში ყველა აცრილია და ასევე, ბავშვის მშობლები და ბებია-ბაბუები თუ მასთან ცხოვრობენ ისინიც არიან აცრილები“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება