სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კეხიჯვრის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალში მონაწილეობდა
29-09-2021
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალში მონაწილეობდა. ეკოკლუბის წევრებმა კონკურსის ფარგლებში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.

კეხიჯვრის საჯარო სკოლას თბილისის ზოოპარკისგან ბიომრავალფეროვნების თემაზე საგანმანათლებლო მასალები გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერს, მწვანე მომხმარებლის მსოფლიო დღეს, ფინალის მონაწილე 30 სკოლის ეკოკლუბებმა ჟიურის წევრებსა და მიწვეულ სტუმრებს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობები წარუდგინეს. შეხვედრაზე ეკოკლუბებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა თომას მიულმანმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა და FAO-ს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა, მიხეილ სოხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს CENN-ის მიერ დაარსდა, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად 

საბაკალავრო პროგრამები, რომლებიც 4-წლიანი დარჩება - ჩამონათვალი მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის შედეგები გამოქვეყნდა - naec დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს 

სკოლებისთვის კონსულტანტ-მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - ხელფასი 1250 ლარია

განაცხადების წარდგენა დაიწყო - ტრენინგებისა და ტესტირების ჩატარების ვადები ცნობილია

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“- აღნიშნეს მოსწავლეებმა

„საქართველო, რომელსაც გულით ვატარებთ! და სიყვარული რომელიც თაობებს აერთიანებს!

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება