| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

4 ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში განახლდება. სწავლის პირველი დღე ექნებათ პირველკლასელებსაც, რომლებისთვისაც სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ დაწყებულა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, როგორც წესი, ყველა განსაკუთრებით ემზადება. მშობლები ზრუნავენ, რომ შვილები სკოლაში მოწესრიგებული და საჭირო ნივთებით აღჭურვილი გაუშვან. ბოლო 2 წელია კორონა ვირუსის გავრცელების გამო არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მოსწავლეებს იმაზე მეტი ნივთის ტარება უწევთ სკოლაში, ვიდრე იქამდე.
ახალი რეგულაციის თანახმად, 4 ოქტომბრიდან სკოლის ყველა მოსწავლე ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე პირბადე ატაროს. შესაბამისად, ეს ნივთი მათთვის აუცილებელი გახდა.
გარდა ამისა, სასურველია, რომ სკოლაში ყველა ბავშვს ჰქონდეს ხელის სადეზინფექციო საშუალება. ასევე, მშრალი და სველი ხელსახოცი.
როგორც აღმოჩნდა, სკოლებში ბუფეტებიც არ იფუნქციონირებს. მიზეზად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე ამბობენ, რომ ბუფეტში რეგულაციებისა და დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნებოდა. გამოდის, რომ სხვა აუცილებელ ნივთებთან ერთად მოსწავლეებმა სკოლაში საკვები სახლიდან უნდა ატარონ.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ