| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში განახლდება. თუმცა პანდემიის გამო გარკვეული შეზღუდვებიც წესდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვების გამო, სკოლაში ყველა მოსწავლეს პირბადე უნდა ეკეთოს. შესაბამისად, იმ აუცილებელი ნივთების ჩამონათვალს, რაც ბავშვებს სკოლაში სჭირდებათ, პირბადეც დაემატა.
სწავლის საკლასო ოთახებში განახლებასთან ერთად, აქტუალურია სკოლაში ბავშვების კვების საკითხიც. მშობლებს აინტერესებთ, გაიხსნება თუ არა სასკოლო სასადილოები, რომლებიც უკვე მეორე სასწავლო წელია, დაკეტილია და მოუწევთ თუ არა მშობლებს, შვილებს საკვები სახლიდან გაატანონ.
Etaloni.ge ამ საკითხით დაინტერესდა, შესაბამისად ინფორმაციის დასაზუსტებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზს დავუკავშირდით. სადაც განგვიცხადეს, რომ სკოლებში „ბუფეტები“ არ იფუნქციონირებს, რადგან მოსწავლეები დისტანციისა და რეგულაციების დაცვას ვერ შეძლებენ.
აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ბავშვებს სავალდებულო პირბადესთან და სანიტაიზერთად ერთად, სკოლაში საკვების ტარებაც მოუწევთ.
რაც შეეხება საკვებს მშობლები არჩევანში შეზღუდული არ არიან, თუმცა, ზოგადად, სასურველია, რომ ბავშვებმა ჯანსაღად იკვებონ, რაც საკვებ რაციონში ხილისა და ბოსტნეულის დამატებასაც გულისხმობს. შესაბამისად, ბავშვებისთვის განკუთვნილ ე.წ. ლანჩ ბოქსში ცოცხალი ხილი და ბოსტნეულიც უნდა იყოს.
გარდა ამისა, საინტერესოა, სასკოლო წრეების ბედიც, რაზეც ოფიციალურ უწყებაში განმარტავენ, რომ მათ მუშაობას ხელი არ შეეშლება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ