სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლამ ონლაინ მასწავლებლის ვაკანსია გამოაცხადოს“ - პედაგოგები ორმაგ დატვირთვას აპროტესტებენ
05-10-2021
-
+


4 ოქტომბერს სწავლა დისტანციურის ნაცვლად საკლასო ოთახებში გაგრძელდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს უფლება ექნებათ, აირჩიონ, დისტანციურად სურთ სწავლის გაგრძელება თუ დასწრებულად.

მასწავლებლები გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან და ორმაგ დატვირთვას აპროტესტებენ. კლასებში, სადაც შერეულ მოდელს აირჩევენ, თითოეულ მასწავლებელს გაკვეთილის ორმაგად ჩატარება მოუწევს - როგორც სკოლაში, ასევე დისტანციურად. მათ ანაზღაურებაზე კი ეს დატვირთვა მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს.

პედაგოგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართვენ და ითხოვენ, რომ სწავლა ან ყველასთვის ონლაინ რეჟიმში დარჩეს, ან სრულად სასკოლო სივრცეში გადაინაცვლოს.

მასწავლებლები არგუმენტირებულად მსჯელობენ და საკუთარ წუხილს გამოხატავენ:

„როგორ უნდა მოვიქცეთ, ვინც ორ ცვლაში ვასწავლით თუ ონლაინ სწავლებაც დაგვემატა?! ეს შეუძლებელია და როგორც უნდა მოვინდომო, დროს ვერ გადავანაწილებ, არ მიმაჩნია სწორად მასწავლებლების აზრის გაუთვალისწინებლად ამ გადაწყვეტილების მიღება“.

„მე თუ არ მაქვს არჩევანი სხვას რატომ უნდა ჰქონდეს?! ყველა ერთნაირ პირობებში უნდა ვიყოთ - მშობელიც და მასწავლებელიც, ეს ხომ საერთო საქმეა, ჩემი სამუშაო დატვირთვა მშობლის სურვილზე რატომ უნდა იყოს დამოკიდებული?“

„მართლაც საშინელებაა ორ ფრონტზე ბრძოლა! ჩემი აზრით, მასწავლებელსაც უნდა მიეცეს არჩევანის უფლება, ამის შემდეგ ონლაინ სწავლებისთვის გამოიყოს ის პედაგოგები, რომლებიც მხოლოდ სახლიდან იმუშავებენ, დანარჩენებმა კი ატარონ სკოლაში გაკვეთილები!“

„ვფიქრობ, შერეული სწავლებისთვის სკოლამ ონლაინ მასწავლებლის ვაკანსია უნდა გამოაცხადოს. იმდენი უმუშევარი ადამიანია და მასწავლებლობის იმდენი მსურველი, რომ კადრის მოძიება არ გაჭირდებოდა“.

„დღის პირველ ნახევარში სკოლაში, მეორე ნახევარში ონლაინ, არც ოჯახი, არც დასვენება. დამტკიცდეს ყველასთვის ერთი წესი ან ყველა სკოლაში, ან ყველა ონლაინ. აიცერით პედაგოგებიო, ავიცერით! ჰოდა გაკვეთილები სკოლაში, არავითარი ონლაინ, არავისთვის, დავიღალეთ!“

„მოსწავლეს თუ აქვს უფლება აირჩიოს დასწრებითად ისწავლის სკოლაში თუ ონლაინ, მასწავლებელს რატომ არ აქვს უფლება თვითონაც ონლაინ დარჩეს? ბოლოს და ბოლოს მასწავლებლის აზრი როდის უნდა გაითვალისწინოს განათლების სამინისტრომ?“

იხილეთ:
მთავრობის 6-პუნქტიანი გადაწყვეტილება სკოლებს, უმაღლესებსა და ბაღებს ეხება

ყველა სკოლა იხსნება 4 ოქტომბრიდან - მთავრობის გადაწყვეტილება გამოცხადდა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება