სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

მთავრობის 6-პუნქტიანი გადაწყვეტილება სკოლებს, უმაღლესებსა და ბაღებს ეხება
29-09-2021
-
+



4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, აღდგება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

  • უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
  • ასევე, 4 ოქტომბრიდან თავიანთ საქმიანობას სრულად აღადგენენ საჯარო და კერძო ბაღები საქართველოს მასშტაბით.
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ასევე რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.
  • აღსანიშნავია, რომ დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე.
  • სახელმწიფო კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას, სასწავლო პროცესი კი ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების სრული დაცვით წარიმართება.
  • რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, მათ უფლებამოსილება ეძლევათ, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი მთლიანად არადისტანციურ ფორმატში წარმართონ. პროცესი ნებაყოფლობითია და სასწავლებლები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ.

მთავრობის გადაწყვეტილება საზოგადოებას მიხელი ჩხენკელმა გააცნო: „კარგი და სასიხარულო ამბავი გვაქვს საზოგადოებისთვის, კერძოდ, 4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება სრულად, ეს, რასაკვირველია, ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ბაღებს.

ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ყველას გილოცავთ!

რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფლება ექნებათ, 4 ოქტომბერს პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში, ანუ აუდიტორიაში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები თავად იღებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რა თქმა უნდა, სამინისტროსთან შეთანხმებით.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

მსურს, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.

შეგახსენებთ, რომ აცრილ მასწავლებელთა რაოდენობა 65% უახლოვდება. UNICEF-თან ერთად ჩვენი სამინისტრო აგრძელებს აქტიურ კამპანიას იმისთვის, რომ სკოლის პერსონალი იყოს სრულად ვაქცინირებული. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ბავშვების მშობლებზე – იმისათვის, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხოდ გააგრძელონ სწავლა ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში, ჯანსაღი გარემო უნდა იყოს არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ოჯახებში, მათ სახლებში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვ ჩვენი შვილების, ჩვენი ბავშვების მშობლებს, რომ აიცრან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ მშობლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. თუ რომელიმე მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა ონლაინ სივრცეში გააგრძელოს მეცადინეობები, ჩვენ მას ამის შესაძლებლობას ვაძლევთ. ეს არჩევანი აქვს ყველა მშობელს. აღნიშნული პრაქტიკა უკვე დანერგილი გვქონდა გასულ სასწავლო წელს. გვაქვს პორტალი და სკოლის ადმინისტრაცია გაუწევს ამ პროცესს ორგანიზებას“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

სკოლები

მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

 

„ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და მრავალ ღირსეულ აღიარებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება