სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისისა და რეგიონების მასწავლებლები კოვიდტესტს ხვალიდან ჩააბარებენ - გადაიხდიან თუ არა თანხას აუცრელი პედაგოგები
28-09-2021
-
+


4 ოქტომბრისთვის სკოლები დასწრებითი სწავლებისთვის ემზადებიან. მართალია, ჯერჯერობით, უცნობია, მხოლოდ პირველკლასელები დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს, თუ სხვა მოსწავლეებიც, მაგრამ ასეა თუ ისე, მასწავლებლებმა და ზოგადად, სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ამისთვის კი პირველ ყოვლისა, სავალდებულო ტესტირებაა, რასაც მასწავლებლები და სკოლის პერსონალი14 დღეში ერთხელ ექვემდებარებიან.

აქამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც ავტომატურად გამორიცხავდა კოვიდტესტირებას, თუმცა ახლა უკვე საჭიროა, პერსონალი დაემორჩილოს კანონს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ნუსხა მკაცრადაა გაწერილი და მათ შორის პედაგოგებიც არიან.

მართალია თავის დროზე გაჟღერდა, რომ შესაძლოა PCR აუცრელი პირებისთვის ფასიანი ყოფილიყო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ღიად ამბობდა, კეთილი ინებონ და აიცრან, წინააღმდეგ შემთხვვაში ტესტის საფასურის გადახდა თავად მოუწევთო, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ეს პროცედურა მიზნობრივი ჯგუფებისთვის კვლავ უფასო რჩება და შესაბამისად, მასწავლებლების ტესტში თანხის გადახდა არ მოუწევთ.

იხილეთ ასევე:

სწავლა დასწრებითი და ონლაინ-ფორმატით, ერთდროულად იწყება

გახდა თუ არა სავალდებულო კოვიდტესტირება ფასიანი აუცრელებისთვის - გამყრელიძე განმარტებას აკეთებს

კეთილი ინებონ და აიცრან ან ორ კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯით დაიტესტონ!  ეს ეხება მასწავლებელთა ჯგუფებსაც - გამყრელიძე

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება