სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გახდა თუ არა სავალდებულო კოვიდტესტირება ფასიანი აუცრელებისთვის - გამყრელიძე განმარტებას აკეთებს
25-09-2021
-
+


ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სწავლა 4 ოქტომბერს დასწრებითად უნდა განახლდეს - ყოველ შემთხვევაში, საპირისპირო განცხადება ჯერჯერობით არც ერთ უწყებას არ გაუკეთებია და აქედან ამიტომ ლოგიკურია, რომ კვლავ გააქტიურდა მასწავლებლების კოვიდტესტირების საკითხი.

მთავარი კი ისაა, ხომ არ ხდება აუცრელი პედაგოგებისთვის ტესტირება ფასიანი? - აქტუალურ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ დღეში საშუალოდ 38-40 ათასი ტესტი კეთდება, საიდანაც ფასიანი მხოლოდ 3-5%-ია და ვისთვისაც ტესტირება უფასო იყო, კვლავ რჩება.

„არაფერი შეცვლილა. მთავრობის 975-ე განკარგულება განსაზღვრავს, ვისთვისაა ტესტირება უფასო და ვისთვის - ფასიანი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასიდან 40 ათასამდე, აქედან ფასიანი არის 3-5%. დანარჩენი არის სახელმწიფოს ხარჯზე. ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფოს ხარჯზეა. თუ ვინმეს უნდა ყოველ დღე გაიტესტოს, ისინი მიდიან და თავის ხარჯით იტესტებიან, მაგრამ რაც დადგენილია სახელმწიფოს მიერ, ანუ ვისთვისაც უნდა იყოს ტესტირება უფასო, ისევ უფასოა. არაფერი შეცვლილა და არც არავის მოუნდომებია ჯერჯერობით, რომ რამე შეეცვალა“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება