სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელმა მასწავლებლებმა დაკარგეს სტატუსის დანამატი სექტემბერში და რატომ
29-09-2021
-
+


მასწავლებლები, რომლებმაც გამოცდა ჩააბარეს, სტატუსს ელოდებიან. ნაწილს ახალი სტატუსი უკვე მიენიჭა, ნაწილი კი კვლავ მოლოდინშია. პედაგოგებს, რომლებიც სკოლაში ახალ სასწავლო წლამდე იყვნენ დასაქმებულები (მათ შორის სპეციალური მასწავლებლები), „ესქულში“ უფროსის სტატუსი უკვე აესახათ.

პრაქტიკოსებისთვის სტატუსის მოსაპოვებლად დირექტორის მიერ წარდგენა საჭირო არ იყო, მათ აპელაციის შემდეგ გამოცდაზე მიღებული ქულის შესაბამისად, ავტომატურად მიენიჭათ სტატუსი. თუმცა მაძიებლები და მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის დასაქმდნენ, დირექტორის წარდგენას ელიან.

როგორც etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, თუ „ესქულში“ მასწავლებელს სტატუსი 23 სექტემბრამდე აესახებოდა, იგი დანამატს მიიღებდა სექტემბერშივე, ხოლო თუ ელექტრონულ სისტემაში სტატუსები 10 ოქტომბრამდე არ აისახება, მაშინ დანამატის მიღების საკითხი ნოემბრამდე გადაიწევს.

მასწავლებლებისთვის სტატუსების მინიჭება გრძელდება და როგორც მასწავლებლის სახლში განმარტავენ, ეს პროცესი 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შესაბამისად, პედაგოგთა ნაწილი სექტემბრის სტატუსის დანამატს ვეღარ მიიღებს. ასევე ვერ მიიღებენ დანამატს ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, ვინც გამოცდა ჩააბარა, თუმცა 19 კრედიტქულის დაგროვებამდე 5 კრედიტიანი ტრენინგის გავლა სჭირდებათ. „ესქულში“ უფროსის სტატუსი მათ საჭირო კრედიტების დაგროვების შემდეგ აესახებათ. დანამატიც სტატუსის ცვლილების შემდეგ დაერიცხებათ.

იხილეთ ასევე : სექტემბერში დანამატს მასწავლებლების ნაწილი ვერ მიიღებს - როდის აგესახებათ სტატუსი „ესქულში“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეთა პედაგოგი გახლავთ ნანა ცქვიტარია, გუნდის კაპიტანი კი - ქეთინო მელიქიშვილი

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება