სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნაყოფიერი სასწავლო წელი ყოფილიყოს თითოეული მოსწავლისთვის“ - კიცხის საჯარო სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას მიმართავს
21-09-2021
-
+


საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდა. ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა. სკოლის ადმინისტრაცია, დირექტორის თამარ წიწილაშვილის ხელმძღვანელობით, მზადაა მოსწავლეებს მაქსიმალურად დაეხმაროს.

სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებო და მშობლებო მოგესალმებით! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ნაყოფიერი და ჯანმრთელი სასწავლო წელი ყოფილიყოს თითოეული მოსწავლისათვის! ყველას დიდი სურვილი გვქონდა 2021-2022 სასწავლო წელი ახალი სკოლის შენობაში დაგვეწყო, მაგრამ მთავარი და უპირველესი თქვენი ჯანმრთელობაა! იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და მონატრებულ მეგობრებს და მასწავლებლებს 4 ოქტომბერს უკვე თქვენს საკლასო ოთახებში შეხვდებით! სწავლა ონლაინ რეჟიმში უკვე დაიწყო, თქვენ „თიმსში“ მუშაობის გამოცდილება უკვე გაქვთ და იმედია ბევრი პრობლემა არ შეგექმნებათ; თუ მაინც იქნება რაიმე გაურკვეველი და მოსაგვარებელი დაგვიკავშირდით ჩვენ, სკოლის ადმინისტრაციას და დამრიგებლებს. წარმატებებს გისურვებთ“, - წერს დირექტორი თამარ წიწილაშვილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება