სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი თითოეული მასწავლებელი ყველანაირი სიახლისთვის მზადაა“- მოვსეს ალვანჯიანი, ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი
21-09-2021
-
+


რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი გვესაუბრა.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- ყოველი ახალი სასწავლო წელი არის ახალი ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში! როგორც დირექტორი, ვცდილობ ჩემი სკოლის ყველა მოსწავლემ ხალისიანად იაროს სკოლაში. ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს. გასული წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი სირთულე გადავიტანეთ. ამ და მომავალ წელს ველოდებით მხოლოდ კარგს. გვინდა ხელი არაფერმა შეგვიშალოს და დისტანციური სწავლება არ დაგვჭირდეს.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით 

- ჩემი აზრით, ელექტრონული სასკოლო ჟურნალი არის ახალი ინსტრუმენტი მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისთვის, ელექტრონული დღიური კი შესანიშნავი თანამგზავრია მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის.
ჩვენი ყოველი მასწავლებელი არის მზად ყველანაირი სიახლისთვის.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?
 
- როგორც დირექტორი, მე ვურჩევდი ჩემს მასწავლებლებს აცრილიყვნენ, რადგან  ჩვენზეა დამოკიდებული როგორი განათლება ექნებათ ბავშვებს და რამდენად შეგვეძლება ბავშვები ამ დაავადებას მოვარიდოთ. რაც შეეხება სავალდებულო აცრას, ეს უნდა გადაწყდეს ყველა მასწავლებლის მიერ, რომელიც ფიქრობს თავისი მოსწავლეების მომავალზე.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- ჩემი აზრით, ბავშვისთვის ყველანაირი სიახლე რთულია, მე მივესალმები იმ გადაწყვეტილებას რომ პირველკლასელი უნდა დაესწროს სწავლებას სკოლაში.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე?

- ჩემი აზრით, გამოცდები და ტრენინგები უნდა ტარდებოდეს ხშირად, რადგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ავამაღლოთ ჩვენი კვალიფიკაცია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

სკოლის დირექტორმა წახალისების მიზნით სიგელები გადასცა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საგაკვეთილო პროცესში გაცდენები

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება