მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დისტანციურმა სწავლებამ ციფრულ მოწყობილობებს კიდევ უფრო მიაჯაჭვა ბავშვები და ყურსასმენების მოხმარების საჭიროება გაზრდა. დღეს ეს ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ ბავშვების უმეტესობა მთელი დღე ყურსასმენს ატარებს, მშობელი კი ამ ფაქტს ჩვეულერბივად აღიქვამს. არის შემთხვევა, როცა ოჯახში ერთ ყურსასმენსაც მოიხმარენ, რაც ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ყურსასმენი, რომელიც არ არის საბავშვო და არ აქვს შესაბამისი ხმის სიძლირე, შეიძლება სმეენის პრობლემებიც გამოიწვიოს. გთავაზობთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ მშობლებმა ბავშვისთვის ყურსასმენის შერჩევისას.
დეციბალის სიძლიერე:
ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. საბავშვო ყურსასმენებს 85 დეციბალზე აქვთ შეზღუდვა. თუმცა, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, რიკ ნეიცელმა განაცხადა: ზემოქმედება მიემართება არა მხოლოდ ხმის ინტენსივობას, არამედ მოსმენის ხანგრძლივობას და სიხშირეს. 85 დეციბალი მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ეს ხმის უსაფრთხო სიძლიერეა, არამედ იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთია იმ გზებს შორის, რომლითაც სამრეწველო ხმაური რეგულირდება. გარდა ამისა, ზოგიერთი საბავშვო ყურსასმენი, რომელსაც ხმის მოცულობა ლიმიტირებული აქვს, კომფორტული ყურის ჩიხოლებითა და გამძლე ელემენტით იყიდება, რის გამოც ბავშვებს მათი ტარება მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ.
საყურადღებო ნიშნები:
ყურსასმენმა შესაძლებელია სმენა დააზიანოს, რაც რთულია იქამდე შენიშნო, ვიდრე პრობლემა არ წარმოიქმნება. სმენის აღქმის ცვლილება შეიძლება თანმიმდევრული ან მოულოდნელი იყო. სმენის კარგვა არ ნიშნავს, რომ რაღაცები უფრო რბილად ისმის. ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაცია რთულდება, ადამიანებს ესმით, მაგრამ ვერ იგებენ. მეტყველება დახშობილად ისმის, მუსიკა კი ყრუდ.
ამასთან, ყურში ჩნდება წუილი, ხმაური, რომელიც მოსახლეობის 10-20 პროცენტს აწუხებს. ჩვეულებრივ, მცირე მოცულობის ხმაურის ზემოქმედება ყურებში წუილს უფრო იწვევს, ვიდრე სმენის დაქვეითებას. ყურებში წუილი უსიამოვნოა ადამიანებისთვის. ამას ხშირად თან ერთვის წნევისა და დაგუბების შეგრძნება. უფრო სერიოზულად მიიჩნევა ჰიპერაკუსიტი ანუ მგრძნობელობა, რის გამოც გარშემო არსებული ხმები არაკომფორტულად ხმამაღალი ჩანს და შეიძლება იმ დონემდე განვითარდეს, რომ სადილის დროს ჭურჭლის ჩხარუნი აუტანელ ტკივილს იწვევდეს.
რომელი ყურსასმენია კარგი:
მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ თავიანთი შვილის ყურსასმენებიდან გარეთ გამოღწეულ ხმებს არ უსმენენ. მათ უნდა ესმოდეთ, როცა ესაუბრებიან. ყურსასმენების გამოყენებისგან კი დროდადრო უნდა შეისვენონ. ხმაურის დამხშობი ყურსასმენები ძვირი ღირს, თუმცა კარგია ფონური ხმაურის დასახშობად. ასეთი ყურსასმენები არ უნდა აგერიოთ ისეთ მოწყობილობაში, რომელსაც ხმის აწევის ლიმიტირებული ფუნქცია აქვს ან სრულად ახშობს ხმაურს და სპეციალური სამუშაოების დროს გამოიყენება.
როდის უნდა შეამოწმოთ ბავშვის სმენა:
ბავშვებს სმენა სამ წელიწადში სულ მცირე ერთხელ მაინც შეუმოწმონ. ამან შეიძლება სამომავლო პრობლემებიც გამოავლინოს. ამასთან, მშობლებს შეუძლიათ დააკვირდნენ, რამდენად ხშირად იყენებენ ბავშვები კითხვას: "რა?". როგორც ექიმები ამბობენ, ნებისმიერი სიმპტომი საშიშია: ყურებში ზარის ხმა, დახშული ხმა, სენსიტიურობა, ტკივილი, სმენის ცვლილება, მაშინაც კი, თუ ისინი დროებითია. ეს იმის ნიშანია, რომ სამომავლოდ სმენას პრობლემები შეექმნება, სმენა შეიძლება საკმაოდ ადვილად დაიკარგოს და ამის გამოსწორების გზა არ არსებობს.
მასალა მომზადებულია The New York Times -ის სტატიის მიხედვით.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე განათლების მინისტრი დანიშნავს - ცვლილებები კანონში
ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლების, ხელოვნების, ლიტერატურის გამოცდის სწორი პასუხები და შეფასების სქემები
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
35 წელია განათლებას ვემსახურები და აქედან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება მაქვს