| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლამდელი განათლების შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ საჯარო დაწესებულებამ საზოგადოებრივ საწყისებზე უნდა შექმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება შვიდი წევრისგან:
ა) 5 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი;
ბ) 2 აღმზრდელ-პედაგოგი.
საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობისათვის შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი/სპეციალისტი, საჯარო დაწესებულების დირექტორი კი უფლებამოსილია საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს.
დოკუმენტის თანახმად, საკონსულტაციო საბჭოს ირჩევს მშობელთა საერთო კრება 1 წლის ვადით, ამ ვადის ერთხელ განახლების უფლებით; ხოლო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით.
აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 4-ჯერ, უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სულ მცირე 4 წევრის მონაწილეობით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი გადაწყვეტილებას იღებს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე.
საკონსულტაციო საბჭო:
ა) განიხილავს მომსახურებას, სასწავლო გეგმის წლიურ განრიგს და სასწავლო მასალების ჩამონათვალს და იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს;
ბ)განიხილავს საჯარო დაწესებულების ფინანსურ ხარჯებს და ქონების აქტივების მართვის საკითხებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს;
გ) წესდების შესაბამისად განიხილავს ბავშვთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების საჩივრებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას აძლევს რეკომენდაციებს პრობლემების აღმოსაფხვრელად;
დ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ან/და მის მიერ დაფუძნებულ შესაბამის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად წარუდგენს რეკომენდაციებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად