სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შეიძინეთ საჭირო ცოდნა, გაილამაზეთ და საინტერესო გახადეთ სასწავლო პროცესი“ -ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი მისალოც წერილს ავრცელებს
17-09-2021
-
+


15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი საქართველოში დისტანციურად დაიწყო. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექტორი ნონა გაზდელიანი სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას ულოცავს. 

„ჩემო ძვირფასო, საყვარელო და მონატრებულო - ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეებო, კოლეგებო და მშობლებო!
გილოცავთ, ახალი 2021/2022 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ უპირველესად მშვიდობას, ჯანმრთელობას, ულევ წარმატებებს.

უდიდესი სურვილით ველოდი თქვენთან სკოლაში შეხვედრას, როგორც ყოველთვის.
ამ სასწავლო წელსაც უდიდესი სახარულით ველოდი მონატრებულ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრას. არასოდეს დამავიწყდება 15 სექტემბრის მოსამზადებელი დღეები, რომელსაც თქვენს მოლოდინში სამზადისის პროცესში დამიღამდებოდა ხოლმე სკოლაში.

ყოველი 15 სექტემბერი ჩემთვის უდიდესი გამოწვევა, უფრო მეტად წარმატებების იმედი და ცოდნის ზეიმი იყო... და დამერწმუნეთ, ასეა დღეს და ასე იქნება მომავალშიც. 

სკოლის დაწყების დილა ახლაც ისეთივე სიხარულით, გულის ფანცქალითა და თქვენზე ფიქრში დამათენდა, როგორ გასული ყოველი 15 სექტემბერი.

სწავლას ვიწყებთ მართალია დისტანციურად, მაგრამ ისევ უდიდესი წარმატებების მოლოდინით, თქვენი გვერდით დგომის იმედითა და უახლოეს მომავალში სკოლაში დაბრუნების სურვილით.
ისევ და ისევ, გულითადად გილოცავთ ყველას! 
რჩევისათვის კი, ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო!
დააფასეთ თქვენი შესაძლებლობები, შეასრულეთ ყველაფერი, რასაც თქვენი უდიდესად პატივსაცემი, მეტად გონიერი, კვალიფიციური და თქვენზე მზრუნველი პედაგოგები გირჩევენ.

შეიძინეთ საჭირო ცოდნა, გაილამაზეთ და საინტერესო გახადეთ სასწავლო პროცესი, რათა ის არ იქცეს ყოველდღიურ რუტინად და განახორციელეთ თქვენი იდეები, თქვნი შესაძლებლობები.

ეს დღე განსაკუთრებულია პირველკლასელებისათვის, გილოცავთ, პატარებო იმ იმედით,რომ თქვენთან შეხვედრის, ცოდნის კარების შემოღების ზეიმის შესაძლებლობა გვექნება 4 ოქტომბერს.

ძვირფასო მშობლებო, გილოცავთ...თქვენ მეტად მნიშვნელოვანი როლი გიჭირავთ ჩვენი სკოლის განვითარების, თქვენი შვილების წარმატებების და წინსვლის პროცესში. თქვენი აქტიური ჩართულობა საჭირო და აუცილებელია სასკოლო ცხოვრებაში ყოველთვის და მით უმეტეს ამ პერიოდში, როცა სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. ძალიან მეიმედებით!

გილოცავთ ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, მინდა გისურვოთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ნაყოფიერი, რათა თითოეულ მოსწავლეში ავამაღლოთ და გავაღრმავოთ ცოდნის მიღების   სურვილი, რათა გვყავდეს საუკეთესო მოსწავლეები, ძალიან ბევრი წარმატებული და განათლებული მომავალი თაობა. მე მჯერა თქვენი უდიდესი შესაძლებლობების, თქვენი გონიერების, გამოცდილების, კომპენტეციის... 
თქვენ შეგიძლიათ მარტივად ასწავლოთ, მიიღეთ დიდი წარმატება, ცოდნის გზაზე და მიიღეთ ბავშვის სიყვარული, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია...

მე და ხოფურის საჯარო სკოლა, თითოეული მოსწავლე, მშობელი თუ საზოგადოების თითოეული წევრი-
თქვენით ვამაყობთ.....
თქვენთან, თითოეულთან, სკოლაში შეხვედრის სურვილით, ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი,
ნონა გაზდელიანი“, - აღნიშნულია მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება