სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტები იაფი ინტერნეტით ვერ ისარგებლებენ - სახელმწიფო მზრუნველობის მიღმა დარჩენილები
27-09-2021
-
+


სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო სტუდენტებისთვისაც. ყოველი შემთხვევისთვის 4 ოქტომბრამდე ასე გადაწყდა. პანდემიის პირობებში ყველაზე რთულ მდგომარეობაში სწორედ სტუდენტები აღმოჩნდნენ, რომლებისთვისაც განათლების სამინისტროს პრაქტიკულად არავითარი შეღავათი არ გაუკეთებია. არც სწავლის გადასახდი შეუმცირებია, არც ტექნიკის კუთხით დახმარებია და არც იაფი ინტერნეტ პაკეტი შეუთავაზებია, რომლითაც მოსწავლეები და მასწავლებლები სარგებლობენ.

უკვე მესამე სასწავლო წელი დაიწყო, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს და თუ მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართულობის შესახებ რაღაც მონაცემებს მაინც ვგებულობთ, სტუდენტების შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცით. არ ვიცით, რამდენი სტუდენტი ვერ ახერხებს ონლაინ ლექციებზე დასწრებას, რამდენად აქვთ ინტერნეტთან წვდომა ან შესაბამისი ტექნიკა. არც ისაა ცნობილი, ამ პრობლემის გამო, რამდენმა აიღო აკადემიური ან ვერ გავიდა ფინალურ გამოცდებზე.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების ნაწილი, რომლებიც დედაქალაში სწავლის გამო იყო ჩამოსული ისევ რეგიონში დაბრუნდა, რამაც ისინი ისეთ პრობლემების წინაშე დააყენა, როგორიც ინტერნეტია. ამ სტუდენტებისთვის ონლაინ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად ერთადერთ ალტერნატივას მობილური ინტრენეტი წარმოადგენს, რაც არც თუ ისე იაფია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსწავლეებისგან განსხვავებით კი სახელმწიფოს მათზე არც ამ მხრივ უზრუნია. 

ბაკალავრის სტუდენტთა უმრავლესობა, სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის და სამუშაო ადგილების ნაკლებობის გამო, ვერ მუშაობს. პანდემიამ სამსახური იმათაც კი დააკარგვინა, ვისაც ჰქონდა და ის, რომ სტუდენტს ამ მხრივ დახმარება არ სჭირდება, პრობლემაზე თვალის დახუჭვაა.

Etaloni.ge-მ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიმართა კითხვით: შეუძლიათ თუ არა სტუდენტებს იაფი ინტერნეტ-პაკეტით სარგებლობა, ან სხვა ალტერნატივა თუ არსებობს მათთვის? უწყებაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე სტუდენტებისთვის ინტერნეტთან დაკავშირებით შეღავათები არ აქვთ. 

იხილეთ: „თუ სწავლა პირისპირ დაიწყება, ბინის გარეშე დავრჩებით“- რა პრობლემების წინაშე დგანან რეგიონში მცხოვრები სტუდენტები

გაუნახევრდებათ თუ არა სტუდენტებს სწავლის გადასახადი დისტანციური სწავლებისას - სამინისტროს პასუხი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება