სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ სწავლა პირისპირ დაიწყება, ბინის გარეშე დავრჩებით“- რა პრობლემების წინაშე დგანან რეგიონში მცხოვრები სტუდენტები
22-09-2021
-
+


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდა. სტუდენტთა უმეტესობისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღები არ იყო, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, სწავლის აუდიტორიებში დაწყება ვერ მოხერხდა. როგორც ცნობილია, პირისპირ სწავლება 4 ოქტომბერს აღდგება, თუ ვირუსის საერთო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება. შესაბამისად, ზუსტად არავინ იცის სტუდენტების ბედი... ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემური რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისთვისაა, რომლებსაც თბილისსა და სხვა ქალაქებში საცხოვრებელი არ გააჩნიათ - წინა წლის გამოცდილებით, წინასწარ ბინის დაქირავების გამო, დაზარალდნენ. იმ შემთხვევაში, თუ სწავლა აუდიტორიებში გაგრძელდება, ბინების დეფიციტი შეიქმნება და მოთხოვნიდან გამომდინარე, შეიძლება ქირის საფასურიც  გაიზარდოს...

Etaloni.ge-ს არაერთმა სტუდენტმა თუ მშობელმა მიმართა კითხვით: ეს სემესტრი მხოლოდ, დისტანციურად წარიმართებოდა თუ არა, რადგან წინასწარ განესაზღვრათ  საცხოვრებელის საკითხი:

„კარგი იქნება, ზუსტად, რომ ვიცოდეთ სტუდენტების მშობლებმა 4 ოქტომბერს დაიწყება, თუ არა აუდიოტრიებში სწავლება... გაურკვევლობაში ვართ, ვისაც თბილისში საცხოვრებელი ფართი არ გაგვაჩნია. იქნებ, ვინმემ ჩვენი აზრიც გაითვალისწინოს. ვერ ჩამოვყალიბდით, ვიქირაოთ ბინა? გვესმის, პანდემიაა და საერთო მაჩვენებლის მიხედვით, გადაწყდება ეს საკითხი, მაგრამ ის მაინც გვითხრან ზუსტად, პირველი სემესტრი ონლაინ იქნება, თუ არა. იქნებ, მშობლებზეც იფიქრონ...“

ოფიციალური სტრუქტურები ჯერ ვერ ამბობენ ზუსტ პასუხს სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლებასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერს გახდება ცნობილი, როგორ გაგრძელდება სწავლება შემოდგომის სემესტრში. ფაქტი ერთია, ეს თაობა სტუდენტობის „ოქროს წლებს“ კარგავს, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძვირფასია... ამ საკითხთან და ონლაინ-ლექციებთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება მეორე კურსელებმა გაგვიზიარეს, რომლებსაც, სამწუხაროდ, უნივერსიტეტების შენობაც კი არ უნახავს.

ნინა თაბუკაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი: 2020 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როცა გავიგე, სწავლა დისტანციურად უნდა ყოფილიყო, ძალიან განვიცადე. მეორე კურსზე ვარ და უნივერსიტეტში ერთხელაც კი არ ვყოფილვარ. სიმართლე, გითხრათ საკმაოდ გამიჭირდა ახალ გარემოსთან მორგება, მით უმეტეს რთული იყო ონლაინ პირობებში. დისტანციურ რეჟიმზე სწავლამ საგრძნობლად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება სწავლის მიმართ. მოტივაცია აღარ მაქვს.

თბილისში ნაქირავები მქონდა  ბინა, მოგეხსენებათ, გასულ წელს ბოლო წუთში გადაწყდა დისტანციურად სწავლების შესახებ, ამიტომ ბინის დატოვება მომიწია და სოფელში დავბრუნდი. ამას დაერთო კიდევ სხვა პრობლემები, მათ შორის საჭირო ტექნიკის არ ქონა რამაც, რა თქმა უნდა, ხელი შემიშალა სრულფასოვანი განათლების მიღებაში.

დღევანდელი მონაცემებით, წესით 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი აუდიტორებიებში უნდა აღდგეს, თუმცა ზუსტი პასუხი მაინც არ ვიცით, აქედან გამომდინარე, სტუდენტების ის ნაწილი, რომლებიც ამჟამად სოფელში ვიმყოფებით დიდ გაურკვევლობაში ვართ - ხარჯებიდან გამომდინარე, ვეღარ ვიგებთ ღირს, თუ არა ბინის კვლავ დაქირავება. არ არის მარტივი პანდემიის პირობებში იმ ხარჯებს გაწვდე, რასაც რეალურად სტუდენტობა მოითხოვს. თუ არ ვიქირავებთ და სწავლა მართლა დაიწყება, მაშინ მოულოდნელად აღმოვჩნდებით საცხოვრებელი პრობლემის წინაშე, შეიძლება ბინის გარეშეც დავრჩეთ.

ბელა ლაცაბიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი: პირადად ჩემთვის დისტანციურ სწავლებას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. პირველ რიგში, მოტივაციის დაკარგვა. როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი, ვფიქრობდი, ბევრ აქტივობაში ჩავერთვებოდი, სტუდენტურ პარლამენტში გავწევრიანდებოდი, მაგრამ ასეთი ონლაინ-ფორმატით დამატებითი აქტვიობებიც კი უინტერესო გახდა ჩემთვის. რთულია საათობით იჯდე კომპიუტერის წინ, დაესწრო ლექციებს, გარდა ჯანმრთელობის პრობლემებისა, ონლაინ-სწავლება სტრესულ გარემოს ქმნის.

როდესაც დედაქალაქში გადმოვედი, მომიწია ბინის დაქირავება, რამდენიმე თვე იმედს გვაძლევდნენ, რომ უნივერსიტეტი გაიხსნებოდა, ქირის ფულსაც ვიხდიდი, საბოლოოდ, აღმოჩნდა, ეს თანხა არაფერში დავკარგე: სწავლაც არ დაიწყო და უკან დაბრუნებაც მომიწია...

ადამიანი სოციალური არსებაა, მეგობრები და ურთიერთობები სჭირდება, რთულია, ასევე ისიც რომ კურსელებთან ურთიერთობაც ონლაინ გვიწევს... ტექნიკური პრობლემები, ეს კიდევ დიდ პრობლემას წარმოადგენს, ძალიან ბევრჯერ ტექნიკური გაუმართაობის გამო მომიწია სემინარის/ლექციის გაცდენა...


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება