სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, მასთან ერთად პროგრესი გარდაუვალია“-ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ გუნდის ახალ წევრ ნანა მონიავას გვაცნობს 
17-09-2021
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ თავისი გუნდის ახალ წევრ ნანა მონიავას გვაცნობს. იგი სკოლაში აკადემიური დირექტორის პოზიციაზე იმუშავებს. მას საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის 33-წლიანი გამოცდილება აქვს. 

სკოლა წერს, რომ ახალ სასწავლო წელს ამ სასიამოვნო სიახლით იწყებენ. 

„სასწავლო წელს სასიამოვნო სიახლით ვიწყებთ! ჩვენს გუნდს ნანა მონიავა შემოუერთდა - აკადემიური დირექტორის პოზიციაზე. ნანას საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის 33-წლიანი გამოცდილება აქვს. ნანას მრავალწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც მეტწილად სკოლის მართვას მოიცავს, განსაკუთრებით აღსანიშნავია - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის - „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის“ ტრენერ-ექსპერტი, „ახალი სკოლის მოდელის“ ლიდერობის ქოუჩი, პროფესიული და ზოგადი განათლების ავტორიზაციის ექსპერტი და ა.შ. მისი გამოცდილება და წარმატებული კარიერა, მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენი გუნდისთვის, გვჯერა რომ მასთან ერთად პროგრესი გარდაუვალია“,- წერს სკოლა. 

თავად ნანა მონიავა კი ამბობს, რომ ის კარგად იცნობს საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებს, მასწავლებლებსა და საგანმანათლებლო ლიდერებს. 

„შემიძლია ვთქვა რომ სკოლას კარგად ვიცნობ. სასკოლო ცხოვრების ყველა საფეხური მაქვს გავლილი - ორგანიზატორი, მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე, დირექტორი. დაახლოებით 25-წლიანი ტრენერობის გამოცდილება საგანმანათლებლო მიმართულებით. ამ პერიოდში განხორციელებული რეფორმების, ცვლილებების თანამონაწილე და განმახორციელებელი ვარ. ვიცნობ საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებს, მასწავლებლებს, საგანმანათლებლო ლიდერებს. ასევე, მაქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება“.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება