სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ლაღი, სიხარულით, ჯანმრთელობით, სიყვარულითა და წარმატებით სავსე სასწავლო წელი დაგვდგომოდეს“-ზესტაფონის N4 სკოლის დირექტორი წერილს ავრცელებს
16-09-2021
-
+


ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა კირკიტაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებას მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ულოცავს.
 
დირექტორი წერს, რომ პანდემიამ სასკოლო ცხოვრების ჩვეული ტემპი შეაფერხა და ამ მხრივ, ბევრი რამ შეცვალა. იგი იმედოვნებს, რომ მალე სკოლის კედლებში დაბრუნებას შეძლებენ.

„პარადოქსია, მაგრამ ფაქტიც ჯიუტია, მსოფლიო კოვიდინფექციამ ბევრი რამ რომ შეაფერხა და მათ შორის სასკოლო ცხოვრების ჩვეულ რიტმსაც თავის დაღი დაასვა.
და ამიტომაც, გვიწევს ასე უჩვეულოდ, დისტანციურ რეჟიმში დავიწყოთ ახალი 2021-2022 სასწავლო წელი, ისევ და ისევ ჩვენი უძვირფასესი მოსწავლეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად.... 
გილოცავთ, ჩემო უსაყვარლესო მოსწავლეებო! ვულოცავ, თქვენს საიმედო მშობლებს!
ვულოცავ, ჩვენი სკოლის ღირსეულ პედაგოგიურ კოლექტივს ვისურვებდი, რომ არასოდეს მენახოს შიში და სევდა თქვენს თვალებში. არასოდეს დამენახოს თქვენი უღიმილო სახეები. არასოდეს შეგქმნოდეთ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრობლემა. უსაზღვროდ ლაღი, სიხარულით, ჯანმრთელობით, სიყვარულით, ბედნიერებითა და წარმატებით სავსე სასწავლო წელი დაგვდგომოდეს.
ასევე, შემართებით დაგვეძლიოს ეს მეტად რთული გამოწვევა, პანდემიური უღიმღამო პერიოდი და მალე დავბრუნებოდეთ თქვენ მიერ აჟრიამულებულ სასკოლო სივრცეს, რომელიც ასე ძალიან მოგვენატრა ყველას. მიყვარხართ და მეიმედებით“,- წერს სკოლის დირექტორი ლელა კირკიტაძე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება