| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე ტაბატაძემ სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წელი მიულოცა. ქალბატონი მარინე 15 სექტემბერს „გლობალური შემოქმედ ქალთა ჯილდო 2021-ის“ ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
„მონაწილეობა მივიღე გლობალურ ტრენერების აკადემიის მიერ ორგანიზებულ შემოქმედ ქალთა დაჯილდოება 2021-ზე. კონკურსში 15-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი კრეატიული ქალბატონი მონაწილეობდა. ორგანიზაციის დამფუძნებელი გახლდათ იმრან მალიკი. სპონსორები: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, საუდის არაბეთი, მაკედონია.
საქართველოდან ფინალში დადავიდა 12 მონაწილე. რომლებმაც ექვსი თვის მანძილზე 5 ტური გაიარეს. შიდა ქართლიდან გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელები გავხდით ყელქცეულის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი და სკოლის ხელმძღვანელი მარინე ტაბატაძე და ხაშურის N6 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია გუდაძე. საქართველოს კოორდინატორი, მენეჯმენტის დირექტორი ინგა ხარჩილავა.
დიდი სტიმულია სასწავლო წლის დაწყების დღეს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად