სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ვირტუალურ გარემოში ვიწყებთ“- სენაკის N1 სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2021
-
+


გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოგელიძე მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

სკოლის დირექტორი იმედოვნებს, რომ იმ გამოწვევას, რასაც კოვიდპანდემის ქმნის მასწავლებელები, მშობლები და მოსწავლეები ღირსეულად გაუმკლავდებიან.

„ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო! ახალი სასწავლო წელი ყოფილიყოს წარმატებების წელი, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისა და განვითარების წელი! სწავლა-სწავლების რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ვირტუალურ გარემოში ვიწყებთ, მაგრამ სკოლამ, ოჯახმა და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ პანდემიის გამოწვევებს,-,,ჭირსა შიგან გამაგრება" ხომ ჩვენი ისტორიული მისიაა. ამასაც გადავიტანთ, მთავარია, არ დავუშვათ შეცდომები, რომლებიც მოზარდის ფაქიზ სულს ლაქად დააჩნდება. დღეს სკოლას როგორც არასდროს, ისე სჭირდებაოჯახის მხარდაჭერა, თქვენი იმედი გვაქვს, ძვირფასო მშობლებო, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწავლების პროცესი იყოს საინტერესო, სიხარულის მომნიჭებელი. მერწმუეთ ჩემთვის, თითოეული მასწავლებლისთვის ძალიან მტკივნეულია ცარიელი საკლასო ოთახები და დერეფნები, უბავშვო სკოლა. იმედია, ჩვენი პირველკლასელები აღმოჩნდებიან ფეხბედნიერი მეკვლეები და ყველანი ერთად შევხვდებით სკოლის მონატრებულ კედლებში! გილოცავთ და გლოცავთ! ვიტრუალური თუ რეალური სასწავლო გარემო დიდი სიყვარულით გელოდებათ თქვენ, ჩვენს მომავალსა და იმედს!“,- წერს სკოლის დირექტორი ნინო გოგელიძე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება