სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იმედია, მალე შევძლებთ სკოლის ახმაურებული კედლებით ტკბობას“ - ქუთაისის N19 სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე მოსწავლეებს ემოციურად მიმართავს
15-09-2021
-
+


ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს.

სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე იმედოვნებს, რომ სკოლას ძალიან მალე მოსწავლეების მხიარული ჟრიამული კვლავ აახმაურებს.

„ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო და კოლეგებო! მოგესალმებათ თქვენი N19 საჯარო სკოლა და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ისევ პანდემიით, ისევ შორიდან ვიწყებთ ცოდნის საინტერესო ლაბირინთებით სვლას, რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა. სიყვარული სამყაროს ამოძრავებსო, - გვითხრა ჩვენმა დიდმა კლასიკოსმა და ჩვენც სიყვარულით შეუძლებელს შევძლებთ. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ, ჩვენო ძვირფასებო, და, იმედია, მალე შევძლებთ სკოლის ახმაურებული კედლებით ტკბობას“, - აღნიშნავს ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე მისალოც წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება