სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ის თაობა ხართ, რომელმაც სამშობლოს საკეთილდღეოდ თავისი წილი აგური უნდა დადოს“ - ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს ემოციურად მიმართავს
15-09-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ბერიძე სასკოლოს საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს.

სკოლის დირექტორი შორენა ბერიძე მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ემოციურად მიმართავს:

„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას; წარმატებულ, ნაყოფიერ და შემოქმედებითად საინტერესო წელს გისურვებთ! მართალია, ამ ეტაპზე სწავლას ონლაინ ფორმატში ვიწყებთ და ეს ერთგვარი გამოწვევაცაა სირთულესთან შესაჭიდებლად, თუმცა ვიმედოვნებ, ამასაც გადავლახავთ და  სასკოლო-საკლასო გარემოს სულ მალე დავუბრუნდებით. სკოლა არ ნიშნავს მხოლოდ ცოდნის შესაძენ ადგილს, მას გაცილებით დიდი დანიშნულება აქვს. აქედან სწავლობთ ცხოვრების ავან-ჩავანსაც და თითოეული მასწავლებლის ღვაწლი, სწორედ რომ ფასდაუდებელია თქვენი, როგორც განათლებულ, ასევე ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბების ურთულეს პროცესში! თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც თავისი წილი აგური უნდა დადოს სამშობლოს საკეთილდღეოდ და ამას მხოლოდ განათლების მიღების სურვილით, ჭეშმარიტი ადამიანობით შეძლებთ! დაუძლეველი არაფერია - ერთობლივი ძალებით ყველა დაბრკოლება გადაილახება და სულ მალე თქვენი ჟრიამულის მომლოდინე, სკოლის კედლები თუ საკლასო ოთახები კვლავ ძველებურად ახმაურდება! მიგულეთ თქვენს სამსახურში, თქვენ გვერდით - მიყვარხართ და მეიმედებით“, - ნათქვამია ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორის შორენა ბერიძის მისალოც წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება