| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეს, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლის დირექტორი მაია გაწერელია სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროცესის განახლებას დიდი სიყვარულით ულოცავს.
„დღეს 15 სექტემბერია და ჩვენ ახალ სასწავლო წელს დისტანციურ რეჟიმში ვიწყებთ, დერეფნებში და საკლასო ოთახებში მოსწავლეების ჟივილ-ხივილის გარეშე. ის ემოციები, რომელიც მონატრებულ შეხვედრას ახლავს, მხოლოდ კომპიუტერების ეკრანებიდან შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ. ვთხოვოთ უფალს, ეს დრო მშვიდობიანად გავიდეს, ეს გამოწვევაც ღირსეულად დავძლიოთ, იმ იმედით, რომ სულ მალე სასწავლო პროცესი სკოლის კედლებში გაგრძელდება. გილოცავთ ყველას, ამ სფეროს წარმომადგენლებს, ძვირფას მშობლებს და მოსწავლეებს. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“,- წერს დირექტორი მაია გაწერელია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად