სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რთული და საპასუხისმგებლო პერიოდი ჩვენმა აბიტურიენტებმა წარმატებით დაძლიეს“- კერძო სკოლა „სხივი“ კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
14-09-2021
-
+


მარტვილის კერძო სკოლა „სხივის“ კურსდამთავრებულებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. ისინი სტუდენტები გახდნენ.

სკოლის თერთმეტმა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.

„სხივს“ გამარჯვება ფეხდაფეხ დაჰყვება! მნიშვნელოვანი გამოწვევებით მიმდინარე წელმა ჩვენთან წარმატებულად ჩაიარა.
რთული და საპასუხისმგებლო პერიოდი ჩვენმა აბიტურიენტებმა წარმატებით დაძლიეს! დღეს თითოეული მათგანი სტუდენტია და ახალ გზაზე იწყებს სიარულს, რომელიც გვჯერა, აუცილებლად დაგვირგვინდება მომავალი გამარჯვებებით! წელს კერძო სკოლა „სხივი“ თერთმეტმა ახალგაზრდამ დაამთავრა. მათგან სამმა ოქროს, ხოლო ერთმა ვერცხლის მედლით აღნიშნა მოსწავლეობის დასრულება. ასევე, ყოჩაღად გაართვეს თავი ეროვნულ გამოცდებს და სახელმწიფოსგან 50% - 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს. სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ თქვენთვის სასურველ პროფესიაში თავის დამკვიდრებას“, - აღნიშნულია სკოლის მილოცვაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 
სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს კერამიკის ჯადოსნური სამყარო

არჩევნებს კი წინ უძღოდა კანდიდატების მიერ საკუთარი საარჩევნო პროგრამების წარდგენა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება