| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში, საბაზო და საშუალო საფეხურებზე მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
არჩევნები სკოლაში დემოკრატიულ გარემოში, წესების სრული დაცვით გაიმართა.
მოსწავლეებმა თავიანთი წარმომადგენლები თვითმმართველობაში შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის მიხედვით.
არჩევნებს კი წინ უძღოდა კანდიდატების მიერ საკუთარი საარჩევნო პროგრამების წარდგენა დამსწრე საზოგადოების წინაშე. მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ ხედვებზე, ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე, რომელთა განხორციელებაც სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს.
დღეს ჩატარებული არჩევნების შედეგად საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებმა საკუთარი პრეზიდენტები აირჩიეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების, პასუხისმგებლობის, ლიდერული უნარებისა და გადაწყვეტილების მიღების კულტურის განვითარებას.
„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და სასკოლო ცხოვრებაში მათი ხმის გაძლიერებისა“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე
ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ