სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლას“-საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულის მადლობის წერილი
10-09-2021
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულმა ირინა ჟუჟუნაშვილმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლეს სასწავლებელშ გრანტით ჩაირიცხა.

სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

„ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებული, ირინა ჟუჟუნაშვილი, უკვე სტუდენტი, გრანტით, აფასებს სკოლაში გატარებულ წლებს. საოცარი მოსწავლეები გვყავს ჩვენ!“,- წერს სკოლა.

თავად კურსდამთავრებული კი მადლობას უხდის, სკოლასა და პედაგოგებს თავის ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილსთვის.

„სამი დაუვიწყარი წელი გავატარე სასულიერო სკოლაში. ამ სკოლამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ისეთად ჩამოყალიბებაში როგორიც ახლა ვარ. ეს სკოლა ჩემთვის დიდი ოჯახია, რომელიც სითბოთი და სიყვარულით არის სავსე. ასეთ გარემოს ჩვენი მასწავლებლები და მოსწავლეები ქმნიან, რომელთაც ერთმანეთი ძალიან უყვართ. აქ სასკოლო საგნებთან ერთან ურთიერთობებსაც სწავლობენ და კარგი გარემო იქმნება ცოდნის მისაღებად.
ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც მეთორმეტეკლასში გადავედი ჩემი მიზანი იყო ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან უმნიშვნრლოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო: სკოლისთვის უნდა გამომეცახდებინა ნდობა და მათი დახმარებით ჩამებარებინა გამოცდები ან შევსულიყავი მოსამზადებლად კერძო რეპეტიტორებთან. მე ჩემი სკოლა ავირჩიე, დირექცია დამპირდა რომ მათი დახმარებით შევძლებდი გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.
დღეს უკვე სტუდენტი ვარ, ჩემი მიზანი, რომელიც ერთი წლის წინ დავისახე მიღწეულია. ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლას, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით.
ჩვენი სკოლა მეთორმეტე კლასელებს უდიდეს თანადგომას უცხადებს და ეროვნული გამოცდებისთვის ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე ამაზდებს, რაც დასაფასებელი და საამაყოა.
მოსწავლეებს, რომლებიც წელს არიან მეთორმეტე კლასელები ვურჩევ კარგად დაფიქრდნენ და ისე მიიღონ სასურველი გადაწყვეტილება. თუ თქვენი მიზანია ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სასურველ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელბა თქვენი ბედი თქვენს ხელშია ვიცი, ნერვიულობთ და ძალიან რთული გგონიათ გამოცდების ჩაბარება, მაგარამ თუ მოინდომებთ ,ისე ისწავლით როგორც საჭიროა ,ძალიან ადვილად ჩააბარებთ და გაგეცინებათ ,ამაზე რატომ ვნერვიულობითო. მთავრია კონცენტრირდეთ სწავლაზე, დაძლიოთ სიზარმაცე, ბევრი იშრომოთ სასურველი მიზნის მისაღწევად და თქვენ ყველაფერს შეძლებთ.
ჩვენი სკოლის მასწავლებლების დახმარებით შეგიძლიათ საუკეთესო შედეგის მიღება. თუ მათ ბოლომდე გამოუცხადებთ ნდობას და მათთან ერთად მოემზადებით ეროვნული გამოცდებისთვის მეწრმუნეთ თქვენს მიზანს წარმატებით მიაღწევთ.
საულიერო სკოლას და მის მოსწავლეებს უდიდეს წარმატებას ვუსრვებ!
მჯერა, რომ მუდამ ვიამაყებ თქვენით“,- წერს ირინა ჟუჟუნაშვილი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება