სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნიერი თაობა ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს ნიშნავს“- ნიგვზიანის საჯარო სკოლაში წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
09-09-2021
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლა წიგნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.

სკოლის მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ კამპანიაში „კითხვის 15 წუთი“ და პროცესის ამსახველი ფოტობიც გადაიღეს.

მათი პედაგოგი მიხეილ სურგულაძეა.

„ნიგვზიანის საჯარო სკოლის მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეუერთდა წიგნიერ კამპანიას „კითხვის 15 წუთი." მოსწავლეებმა წიგნისა და ბუნების სინთეზის თემატიკა შეარჩიეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის." 
წიგნიერების საერთაშორისო დღე დაწესდა  განათლების მინისტრთა მსოფლიო კონფერენციაზე,  გაუნათლებლობის აღმოფხვრის საპირწონედ. ეს კონფერენცია  ჩატარდა თეირანში, 1965 წელს. მომდევნო წელს იუნესკომ გადაწყვიტა, რომ   8 სექტემბერი წიგნიერების საერთაშორისო დღედ გამოეცხადებინა.
ამ დღის მიზანია , შეახსენოს  საზოგადოებას წიგნიერების მნიშვნელობა.
წიგნიერი თაობა ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს ნიშნავს“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება