სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გამოცდების ეფექტურობა საეჭვოდ მიმაჩნია, ხოლო ტრენინგები ნამდვილად აუცილებელია“- გიორგი გაგნიძე, ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი
08-09-2021
-
+


რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე გვესაუბრა.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- როგორც ყოველთვის, ახალ სასწავლო წელს, ჩვენი მოსწავლეების და მასწავლებლების ახალ წარმატებებს ველოდებით. სიახლეებიდან სასიამოვნო სიახლეა, რომ არცერთი ჩვენი მასწავლებელი და მოსწავლე არ დაინფიცირებულა. ამასთან სრულფასოვნად ვერთვებით ახალი სკოლის მოდელში.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით?

- ელექტრონული ჟურნალი ახალი დროის მოთხოვნაა და ჩვენც ფეხიო უნდა ავუწყოთ. საპილოტე რეჟიმში, წინა სასწავლო წელს, ჩვენ უკვე გამოვცადეთ ელექტრონული ჟურნალის წარმოება და არავითარი სირთულე არ შეგვქმნია.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- საერთოდ ყოველგვარი დაძალების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ როცა საქმე ეხება ადამიანების და მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობას, რომელსაც საფრთხე შეიძლება შეექმნას აუცრელი მასწავლებლის მხრიდან, აცრის დავალდებულება სწორ ნაბიჯად მიმაჩნია, როგორც მასწავლებლების, ასევე სკოლის ყველა თანამშრომლისათვის. მასწავლებელთა უმრავლესობა ამ აზრს იზიარებს.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- ძალიან რთულია დაწყებითი კლასების,  განსაკუთრებით I-IV კლასების მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში სწავლა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვურჩიოთ პატარების ოჯახის წევრებს, როგორმე უნდა გამონახონ დრო, თუნდაც რიგრიგობით და ბავშვთან ერთად დაესწრონ გაკვეთილებს. მასწავლებლებმა კი უნდა მოიძიონ ისეთი რესურსები, რომლებიც პატარებისათვის საინტერესოს გახდის გაკვეთილს.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე?

- ჩვენმა ყველა მასწავლებელმა, რომელიც დარეგისტრირებული იყო გამოცდაზე დაადასტურა თავისი კვალიფიკაცია. რაც შეეხება, გამოცდების და ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობას, გამოცდების ეფექტურობა საეჭვოდ მიმაჩნია, ხოლო ტრენინგები ნამდვილად აუცილებელია, თუმცა საკითხები უნდა განიხილავდეს საკლასო ოთახში მიმდინარე სიტუაციებს და არ ეძღვნებოდეს რომელიმე სწავლულის იდეების ციტირებას .


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება