სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ელექტრონული ჟურნალის საბოლოო დანერგვა გააუმჯობესებს მშობლებთან კომუნიკაციას“-ირაკლი ტეფნაძე, ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი
08-09-2021
-
+


მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლების სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს 2021-2022 სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი, ირაკლი ტეფნაძე  etaloni.ge-სთან საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- 2021-2022 სასწავლო წელს ქვეყნის ნებისმიერი სკოლა გამოწვევის წინაშე დგას; ვვარაუდობდით, რომ ახალ სასწავლო წელს საკლასო ოთახებში შევხვდებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ ეს არ ხერხდება. სკოლის დირექცია, სექტემბრამდე სწავლის დაწყების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავდა - როგორც ტრადიციულს, ასევე ჰიბრიდულს ან სრულად დისტანციურს, გვქონდა კომუნიკაცია მშობლებთან, მოსწავლეებთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან. გასული წლის გამოცდილების, მასწავლებელთა მაღალ პასუხისმგებლობისა და  პროფესიონალიზმის, სასკოლო საზოგადოების აქტიური მხარდაჭერისა და ჩართულობის ფონზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასწავლო პროცესი 2021-2022 სასწავლო წელს ნებისმიერი ფორმით, წარმატებით განხორციელდება.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი, უკვე გასულ სასწავლო წელს აწარმოებდა ელექტრონულ ჟურნალს, თუმცა თავდაპირველად ფიქსირდებოდა გარკვეული ხარვეზები და პრობლემები, რისი მოლოდინიც, ბუნებრივია გვქონდა. საბოლოო ჯამში არ გართულებულა ახალ რეალობასთან შეგუება. წელს ელექტრონულ ჟურნალს დაემატა ბევრი ფუნქციონალი, ვფიქრობთ, ელექტრონული ჟურნალის საბოლოო დანერგვა გააუმჯობესებს მშობლებთან კომუნიკაციას. ზოგადად მივესალმებით საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, თუმცა მაღალმთიანი რეგიონებისათვის, ჯერჯერობით კვლავ პრობლემას წარმოადგენს მაღალი სიხშირის ინტერნეტი და მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის კომპიუტერული ტექნიკის ხელმიუწვდომლობა.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- იმისათვის, რომ უსაფრთხო სკოლაში დავბრუნდეთ სკოლის ყველა თანამშრომელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. თუ ყველა მასწავლებელი იქნება აცრილი, ნაკლები იქნება ვირუსის გავრცელება. მასწავლებელი საზოგადოების ის ნაწილია, რომელსაც იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ სჭირდება კანონი ავალდებულებდეს ვაქცინაციის აუცილებლობას, პირიქით პედაგოგთა კორპუსი აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროცესში, რომელიც ზღუდავს ე.წ. ანტივაქსერულ  განწყობებს. ფაქტია, რომ ჭალოვანის საჯარო სკოლის 32 თანამშრომლიდან 29 უკვე ვაქცინირებულია.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- დისტანციური სწავლების მთავარი პრობლემა დაწყებით საფეხურზე, განსაკუთრებით კი პირველ კლასში, არის ის რომ მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ გამომუშავებული სწავლის საბაზისო უნარები. მაღალმთიანი რეგიონის სინამდვილეში დამაბრკოლებელი ფაქტორია აგრეთვე ტექნიკური საშუალებების ნაკლებობა.  შესაბამისად, ხდება ესგ-ის განტვირთვა, მცირდება გაკვეთილების ხანგრძლივობა, მოსწავლეებს ეძლევათ შედარებით მარტივი და სახალისო - შემოქმედებითი დავალებები. ფაქტია, რომ დისტანციურმა სწავლებამ გარდა სირთულეებისა, შესაძლებლობებიც გააჩინა - მასწავლებელმა უნდა შეძლოს გახადოს ეს პროცესი მოსწავლისათვის შესაძლებლობების გამოვლენისა და მისთვის მაქსიმალური სარგებლობის მომტანი, ასწავლოს ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება